მოსკოვს და კიევს შორის სტამბულში შეთანხმებული ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი შედგა

რუსეთისა და უკრაინას შორის წლის ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლის პირველი ეტაპი შედგა, რომელზეც მხარეები 16 მაისს, სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. 

State Of Play: უკრაინაში დაბრუნდა 390 მოქალაქე, მათ შორის 270 სამხედრო პირია, ხოლო 120 სამოქალაქო. რუსეთმა გაცვლის შედეგად 300 სამხედრო პირი დაიბრუნა, 100 კი კურსკის ოლქიდან უკრაინული არმიის მიერ გაყვანილი სამოქალაქო პირია. 

  • გაცვლის შესახებ პირველად ამერიკელმა პრეზიდენტმა დაწერა, მოგვიანებით ტრამპის შეტყობინება დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და უკრაინის გენშტაბმა. 

  • შეთანხმების მიხედვით მხარეებმა ჯამურად 1000 ტყვე უნდა გაცვალონ, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება. 

Context: უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გაცვლის მორიგი ეტაპები 24 და 25 მაისს იგეგმება. 

  • 1000x1000 გაცვლა სტამბულში გამართული შეხვედრის ერთადერთი ხელშესახები შედეგი იყო, რადგანაც რუსეთმა კიდევ ერთხელ თქვა უარი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტაზე. 

 

მსგავსი სიახლეები