ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს, მისი თქმით, უკრაინას შემტევითი შეიარაღება უნდა მიეღო

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, თუმცა ამჯერად მიზეზი განსხვავებულია - ტრამპის თქმით, უკრაინისთვის მხოლოდ თავდაცვითი იარაღის მიწოდება შეცდომა იყო. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს. 

  • "ძალიან რთულია, თუ საერთოდ შესაძლებელია ომში გამარჯვება აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ იერიშის გარეშე. ეს იგივეა როცა სპორტში, გუნდს შესანიშნავი დაცვა ჰყავს, მაგრამ მას არ აძლევენ თავდასხმაში თამაშის საშუალებას. გამარჯვების შანსი არ არსებობს. იგივე ვითარებაა რუსეთ-უკრაინის ომის შემთხვევაშიც. მატყუარა და არაკომპეტენტურმა ჯო ბაიდენმა არ მისცა უკრაინას პასუხის გაცემის (დიდი ასოებით) გაცემის შანსი და მხოლოდ თავდაცვის საშუალება მისცა"- წერს დონალდ ტრამპი. 

  • ამერიკელმა პრეზიდენტი კიდევ ერთხელ წერს, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში არ დაიწყებოდა და დასძინა, რომ "წინ საინტერესო დროებაა." 

Big Picture: ტრამპი ხშირად აკრიტიკებს ჯო ბაიდენს მათ შორის უკრაინისთვის შეიარაღების უსასყიდლოდ გადაცემისთვის, რომლის მოცულობაც მისი თქმით, 350 მილიარდ დოლარს აღემატება, თუმცა ამ კუთხით ჯო ბაიდენი ტრამპმა პირველად გააკრიტიკა. 

  • სანდო წყაროების მონაცემებით, ჯამურად უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 110 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება მიიღო. 

Context: ამ პოსტიდან მალევე ამერიკელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც აღბეჭდილია 2 ფოტო: პირველი ტრამპისა და პუტინის 15 აგვისტოს შეხვედრიდან, ხოლო მეორე ფოტოზე იმ დროს ვიცე-პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის შეხვედრა სსრკ-ს ლიდერთან, ნიკიტა ხრუშჩოვთან. 

  •  

მსგავსი სიახლეები