უკრაინელების 70%-ზე მეტი ტრამპის პრეზიდენტობას ნეგატიურად აფასებს – КМІС-ის კვლევა

უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპის ყოფნა ცუდი მოვლენაა.

ვითარების არსი: კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის (КМІС) კვლევის ფარგლებში უკრაინელებს ჰკითხეს, კარგია თუ ცუდი უკრაინისთვის ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპია. რესპონდენტთა 74%-მა უპასუხა – "ცუდია." ხოლო გამოკითხულთა 14% მიიჩნევს, რომ ტრამპის პრეზიდენტობა უკრაინისთვის კარგია.

  • მაის-ივნისში ჩატარებული კვლევისას ასე ფიქრობდა უკრაინელების 72%, რაც იმას ნიშნავს, რომ ვითარება თითქმის არ შეცვლილა.  

სტრიქონებს შორის: ასევე, კვლევის თანახმად, 2024 წლის ბოლოსთან შედარებით, აშშ-ისა და ნატოს მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად შემცირდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს გამოკითხული უკრაინელების უმრავლესობა კვლავ ენდობა.

  • 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინელების უმრავლესობა (55%) კვლავ მიიჩნევს, რომ ევროპა სერიოზულად ეხმარება უკრაინას და ომის სამართლიანი პირობებით დასრულება სურს.
  • ამავდროულად, მნიშვნელოვნად დაბალია აშშ-ისა და ნატოს მიმართ ნდობის მაჩვენებლები.
  • აშშ-ს ენდობა 18%, არ ენდობა – 52%, ხოლო დარჩენილმა 30%-მა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.
  • ნატოს 30% ენდობა, ხოლო 43% არ ენდობა, ხოლო დარჩენილმა 27%-მა საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა.

დიდი სურათი: საზოგადოებრივი აზრის კვლევა КМИС-მა 26 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდე პერიოდში, სატელეფონო ინტერვიუების მეთოდით ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 1001-მა რესპონდენტმა. გამოკითხვა ჩატარდა უკრაინის იმ სრულწლოვან მოქალაქეებს შორის, რომლებიც კვლევის მომენტში უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. 

მსგავსი სიახლეები