პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების გამო ტრამპი მზად იყო შეხვედრა შეეწყვიტა

ალასკაში გამართული სამიტის მიმდინარეობის გარკვეულ მომენტში, ვლადიმირ პუტინის მაქსიმალისტური მოთხოვნების გამო დონალდ ტრამპი მზად იყო შეეწყვიტა მოლაპარაკებები, თუმცა პუტინმა მალევე უკან დაიხია. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით Axios ავრცელებს - წყაროების ცნობით, ტრამპის მთავარი მიზანი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, სხვა ყველაფერი კი სწორედ ამისთვისაა საჭირო. 

  • ალასკაში გამართულ მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტმა განსაკუთრებით ხისტი პოზიციები დაიკავა ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით და ომის შეჩერების სანაცვლოდ დონეცკის ოლქის მთლიანად მიღებას ითხოვდა - პუტინის უკომპრომისო პოზიციის ფონზე დონალდ ტრამპი მზად იყო შეეწყვიტა მოლაპარაკებები. 

  • "თუ კი მთავარი საკითხი დონეცკია და თუ კი არ ხართ მზად კომპრომისისთვის, ვფიქრობ ეს შეხვედრა აღარ უნდა გავაგრძელოთ"- წყაროების ცნობით, ასე მიმართა დონალდ ტრამპმა თავის რუს კოლეგას, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტმა უკან დაიხია. 

  • ამერიკული დაზვერვის შეფასებით დონეცკში საომარი მოქმედებების განვითარების რამდენიმე სცენარია, ერთ-ერთ მათგანში რუსეთის არმიამ დონეცკის ოლქი შესაძლოა ოქტომბრისთვის დაიკავოს. 

  • არსებობს განსხვავებული შეფასებებიც, რომლის მიხედვითაც რუსეთის არმიას ახლო მომავალში არ ძალუძს ფრონტის საჭირო მასშტაბით გარღვევა. 

Big Picture: მასალა, რომელშიც აღნიშნული ცნობებია მოყვანილი დონალდ ტრამპის 3-ეტაპიან სტრატეგიას ეხება - თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღეს გასამართი შეხვედრის შემდეგ, ტრამპის გუნდის მთავარი მიზანი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა. 

  • "დარწმუნებული ვარ პუტინი ყურადღებით დააკვირდება დღევანდელ შეხვედრას თეთრ სახლში, მაგრამ ჯამურად ადმინისტრაციაში აქვთ განწყობა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდება ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

Break It Down: დასავლური მედიის ცნობით, ალასკაში ტრამპთან შეხვედრისას ომის შესაჩერებლად დონბასიდან უკრაინული ჯარების გაყვანა მოითხოვა და სანაცვლოდ განაცხადა, რომ მზად არის ხერსონსა და ზაპორიჟიაში ფრონტი გაყინოს. 

  • პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა უარი თქვა მანამდე გაჟღერებულ ოფიციალურ მიზანზე, ცეცხლის შეწყვეტაზე და თქვა, რომ საუკეთესო გზა დიდ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობაა. 

  • ტრამპის შეცვლილი პოზიცია უფრო ახლოსაა კრემლის მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებთან, რომლის მიხედვითაც ცეცხლის შეწყვეტა არ არის საჭირო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. 

  • წინააღმდეგობრივი ცნობების ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ შტატები არ აიძულებენ უკრიანას ტერიტორიული დათმობებს. 

Сontext: წყაროების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის საკითხის გარდა, ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ შეიცვალა დონალდ ტრამპის პოზიცია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებითაც. 

  • იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, დონალდ ტრამპი დათანხმდა უკრაინისთვის ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (ჩანაწერი კოლექტიური თავდაცვის შესახებ) მსგავსი უსაფრთხოების გარანტიებს. 

  • გამოცემას Axios-სთან საუბარში ტრამპის ერთ-ერთი მრჩეველი ამბობს, რომ ასეთ გარანტიები შესაძლოა უკრაინაში ამერიკული ჯარების განლაგებასაც მოიცავდეს. 

მსგავსი სიახლეები