"შესაძლოა მათ ჰაერში დავეხმაროთ"- ტრამპის თქმით, უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სახმელეთო ჯარებს გაგზავნის - მისი თქმით, შესაძლოა საუბარი იყოს შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ჩართულობაზე.
State Of Play: ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა - ინტერვიუს წინ უძღოდა ევროპელ ლიდერებთან გამართული მრავალმხრივი შეხვედრა თეთრ სახლში.
- "გაძლევთ სიტყვას, პრეზიდენტის პირობას, რომ ასე იქნება, მე უბრალოდ ვცდილობ ხალხის ხოცვა შევაჩერო"- ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ამერიკელ ჯარისკაცებს უკრაინაში არ გაგზავნიან.
- ამასთანავე, ტრამპი ამბობს, რომ შტატები მიიღებენ მონაწილეობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში.
- მისი თქმით, არის ნიშნები, რომ ზელენსკი და პუტინი "უკეთ უგებენ" ერთმანეთს და გაიმეორა, რომ ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მზად არის რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლოს.
Big Picture: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ვაშინგტონში გამართული მრავალმხირივი შეხვედრის მთავარი თემა გახდა - გასულ დღეებში ამერიკელმა პრეზიდენტმა პირველად გამოთქვა საჯარო მზაობა ჩართოს ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
- ტრამპის თქმით, ევროპული სახელმწიფოები მზად არიან უკრაინაში სახმელეთო ჯარები განალაგონ - "ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ გარკვეულ ასპექტებში, განსაკუთრებით ჰაერში, იმიტომ რომ მსოფლიოში არავის აქვს ჩვენი მსგავსი შესაძლებლობები."
Сontext: Bloomberg-ის ცნობით, რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში უკრაინაში სამშვიდობო დანაყოფების გაგზავნისთვის ათამდე ქვეყანაა მზად, მათ შორის არიან: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, გერმანია.
- დასავლური მედიის ცნობით, სწორედ ევროპული სამშვიდობო კონტინგენტების ლოჯისტიკური მხარდაჭერა და საჰაერო დაზღვევა იქნება შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მთავარი ფუნქცია.
Zoom In: საუბარია ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მსგავს გარანტიებზე, რომელსაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ცნობით, რუსეთი ალასკაში გამართულ შეხვედრაზე უკვე დათანმხდა.
- ამის მიუხედევად, რუსი მაღალჩინოსნები დღემდე საჯაროდ აცხადებენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ჯარების განლაგება უკრაინაში კატეგორიულად მიუღებელია.