ნარიშკინი: ანგლოსაქსებმა თავს მიხედონ, უკეთესია ძველ მეგობარს - ეშმაკს ეახლონ

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (CВР) უფროსმა "ანგლო-საქსებს" ურჩია ძველ მეგობარს - ეშმაკს ეახლონ. 

ამის შესახებ სერგეი ნარიშკინმა უსაფრთხოების სფეროს უმაღლესი წარმომადგენლების საერთაშორისო შეხვედრაზე განაცხადა. 

"ხოლო ანგლო-საქსებს ვურჩევდი დაკავდნენ თავიანთი შიდა სამოქალაქო კონფლიქტებით, უმჯობესია თავის ძველ მეგობარს, ეშმაკს ეახლონ",- თქვა ნარიშკინმა. 

კონტექსტი 

სერგეი ნარიშკინი წლების განმავლობაშ ხელმძღვანელობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს და ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრად მიიჩნევა. 

ომის დაწყების შემდეგ ნარიშკინის განცხადებები ძირითადად ამ ტიპის აქტივობით გამოირჩევა - გასულ თვეებში ნარიშკინი ირწმუნებოდა, რომ პოლონეთი დასავლეთ უკრაინის მიტაცებას აპირებდა. 

მსგავსი სიახლეები