NBC: უკრაინის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ჰეგსეთმა ერთპიროვნულად მიიღო

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება პენტაგონის ხელმძღვანელმა კონგრესისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმირების გარეშე, ერთპიროვნულად მიიღო. 

State Of Play: ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, NBC წერს - წყაროების ცნობით, შეფასება, რომ შეიარაღების მარაგები საშიშად დაბალ დონეს უახლოვდება ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. 

  • წყაროების ცნობით, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის დაპაუზება ჰეგსეთის ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც მხარს უჭერდა მისი მოადგილე, პენტაგონის პოლიტიკური სამმართველოს დირექტორი, ელბრიდჯ კოლბი. 

  • ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ჰეგსეთი ერთპიროვნულად აჩერებს უკრაინის სამხედრო დახმარების გადაცემის პროცესს - წინა 2 შემთხვევაში გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში შეიცვალა. 

  • საყურადღებოა, რომ გაერთიანებული შტატების ინსპექტორების შეფასებით, უკრაინისთვის გადასაცემი შეიარაღება არ დააზიანებდა შეერთებული შტატების საომარ მზაობას - სწორედ ეს იყო დასახელებული გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზად. 

Big Picture: საკითხს გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც - მისი თქმით, ვაშინგტონს არ შეუწყვეტია უკრაინის დახმარება, მაგრამ თეთრი სახლი უნდა დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში საკმარისი მარაგებია. 

  • "ჩვენ არ შეგვიწყვეტია შეიარაღების გადაცემა, ჩვენ ვაწვდით მათ შეიარაღებას, ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ და მათი დახმარება გვინდა, ჩვენ არ შეგვიწყვეტია შეიარაღების გადაცემა, მაგრამ ბაიდენმა იმდენი იარაღი გადასცა, რომ პრაქტიკულად დააცარიელა ქვეყანა, ამიტომ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საკმარისი შეიარაღება გვაქვს ჩვენთვის."

Сontext: სავარაუდოა, რომ დახმარების შეჩერება იქნება დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დღეს დაგეგმილი სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა. 

  • ზელენსკიმდე ტრამპი მეექვსედ ესაუბრა ვლადიმირ პუტინს - თითქმის 1-საათიანი საუბრის შემდეგ ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია და ამით ბედნიერი არ არის.

მსგავსი სიახლეები