NYT: რუსეთმა სირიიდან უკრაინაში C-300-ები და 2 ბატალიონი გადაიყვანა

რუსეთმა სირიიდან სამხედრო კონტინგენტისა და მნიშვნელოვანი შეიარაღების მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინაში გადაიყვანა. 

ინფორმაციას ამის შესახებ დასავლურ და ისრაელის დაზვერვაზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს

გაზეთის 2 წყაროს ცნობით, რუსეთმა სირიიდან უკრაინაშ 2 ბატალიონი გადაიყვანა, რაც დაახლოებით 1 600 ჯარისკაცია. სხვა წყაროს ინფორმაციით, სირიიდან გამოყვანილი ჯარისკაცების რიცხვი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

ამავე წყაროების ცნობით, გაცილებით უფრო საყურადღებოა, რომ რუსეთმა სირიიდან C-300-ის ტიპის ანტი-საჰაერო დანადგარები გაიყვანა. სირიაში სწორედ ამ სისტემების მოქმედებით იყო უმთავრესად განპირობებული ისრაელის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლურ მედიაში რუსეთის მიერ კონტინგენტის შემცირებაზე საუბრობენ - ომის დაწყების შემდეგ ამგვარი ცნობები გავრცელდა მაისში და სექტემბერში. 

მსგავსი სიახლეები