ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 73

ოდესაზე საჰაერო თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა, 73 კი, მძიმედ დაშავდა, წერს BBC-ის რუსული სამსახური, ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით.

განხადებამდე ცოტა ხნით ადრე, კიპერი, 14 დაღუპულზე საუბრობდა. უკრაინის თავდაცვის სამხრეთ ძალებმა განაცხადეს, რომ დღის პირველ ნახევარში, ოდესაზე, თავდასხმა სავრაუდოდ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი Искандер-М-ით განხორცილდა.

სამხედროების ცნობით, განადგურებულია ათზე მეთი საცხოვრებელი ობიექტი, ტექნიკური მომსახურების სადგური, გაზსადენი.

შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანა განმეორებით დაბომბვაში მოჰყვა, რასაც, ერთი ექიმისა და ერთი მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორისაა ქალაქის მერის ყოფილი მოადგილე, სერგეი ტეტიუხინი.

უკრანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ აღნიშნა, რომ შეტევას ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებიც შეეწირა.

“რუსეთის მიერ მოწყობილი ტერორი ოდესაში, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული, მათ სისუსტეზე მეტყველებს, მაშინ, როცა, საკუთარ მოსახლეობას მათ ტერიტორიაზე უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს” - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი.

კონტექსტი

ოდესა, უკრაინის ყველაზე დიდი საპორტო ქალაქი, რუსეთის სრულმაშაბიანი შეჭრის შემდეგ არაერთხელ გამხდარა საჰაერო თავდასხმების სამიზნე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც, ოფიციალურმა მოსკოვმა გაეროს მიერ შეთავაზებული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების შეთანხმება დატოვა.

დღევანდელი თავდასხმა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანია 2022 წლის თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები