ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ათასობით ებრაელმა დატოვა

ბოლო თვეების განმავლობაში, რუსეთიდან არაერთი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, რაც ომის დაწყებით არის გამოწვეული. 

ებრაული სააგენტოს  მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემლის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიის შემდეგ, რუსეთი 20 ათასზე მეტმა ებრაელმა დატოვა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსეთში, ჯამში, დაახლოებით 165 ათასი ებრაელი ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მერვე მათგანი ემიგრაციაში მიდის. 

ებრაული სააგენტოს მისიას სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელების სამშობლოში დახმარება წარმოადგენს, შესაბამისად, სტატისტიკას მუდმივად ანახლებენ. 

რუსეთიდან წასულ ებრაელებს შორის არის მოსკოვის ყოფილი მთავარი რაბინი - პინხას გოლდშმიტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ ომის დაწყების შემდეგ, მათზე ფსიქოლოგიური წნეხი არსებობდა და ციხეში მოხვედრის მაღალი რისკი იყო. 

რაბინის თქმით, მას უკრაინის მხარდასაჭერად რამე უნდა ეღონა , თუმცა მოსკოვში ამის გაკეთება სახიფათო იქნებოდა, ამიტომ თანამდებობიდან გადადგა და ქვეყანა დატოვა. 

 

მსგავსი სიახლეები