OPEC-ის მიერ მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასები დაეცა

ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების კარტელის (OPEC) მიერ მოპოვების გაზრდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ნავთობის ფასები მკვეთრად შემცირდა.
State OF Play: ნავთობის მოპოვების გაზრდის გადაწყვეტილება OPEC+-მა 3 მაისს გამართულ სხდომაზე მიიღო. ამგვარად, ივნისში ნავთობის მოპოვება დღეში 411 ათასი ბარელით გაიზრდება.
- კარტელის გადაწყეტილებას საფონდო ბირჟების გახსნისთანავე ნავთობის საერთაშორისო ფასების შესამჩნევი კლება მოჰყვა - Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 2%-ით შემცირდა და ბარელზე 60 დოლარს გაუტოლდა, 2.2%-ით შემცირდა ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობი და ბარელის ფასი 56 დოლარს გაუტოლდა.
- Reuters-ის კალკულაციის მიხედვით, ბოლო 2 თვის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად ნავთობის გლობალურული მოპოვება 2022 წელთან შედარებით თითქმის მილიონი ბარელით გაიზარდა.
Big Picture: დასავლური მედიები საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ მოპოვების გაზრდის ინიციატორი კარტელის ლიდერი, საუდის არაბეთი იყო - მონარქიის უკმაყოფილების მიზეზი ის ქვეყნების (ერაყი და ყაზახეთი) ქცევაა, რომლებიც სარგებელეს იღებდნენ ნავთობის მაღალი ფასებით და ამავდროულად არღვევდნენ მოპოვების შეთანხმებულ კვოტებს.
Context: ნავთობის ფასების კლების მიზეზად ეკონომისტები დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომს ასახელებენ, რომელიც გლობალურ ვაჭრობას დამატებით სირთულეებს უქმნის.
- ამ ფონზე მოსალოდნელია გლობალური ვაჭრობის და ეკონომიკური აქტივობის კლება, რაც თავის მხრივ ნავთობზე შემცირებულ მოთხოვნას გულისხმობს.
- მოსალოდნელია, რომ ნავთობის დაბალი ფასები იქნება დონალდ ტრამპის ახლო აღმოსავლური ტურნეს ერთ-ერთი მთავარი თემა.
Go Deeper: ნავთობის ფასი - ნაბიულინამ ტრამპის ტარიფებში ეკონომიკისთვის საფრთე დაინახა