Axios: საუდის არაბეთმა კერძო განხილვებში მხარი დაუჭირა აშშ-ს დარტყმებს ირანზე

საუდის არაბეთის თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრებისას განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი არ აღარსრულებს სამხედრო მუქარებს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ეს გააძლიერებს რეჟიმს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ავრცელებს - ხალედ ბინ სალმანი მოჰამად ბინ სალმანის უმცროსი ძმაა და მის უახლოეს კონფიდანტად მიიჩნევა. 

  • დახურულ შეხვედრებზე ხალედ ბინ სალმანის მიერ გამოთქმული შეხედულებები წინააღმდეგობაში მოდის საუდის არაბეთის კრონ-პრინცის საჯარო განცხადებებთან, რომელმაც გასულ კვირებში არ დაუჭირა მხარი აშშ-ს საჰაერო დარტყმებს. 

  • ხალედ ბინ სალმანმა ხანგრძლივი შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, პენტაგონის შეფთან, პიტ ჰეგსეტთან და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლებთან. 

  • "უკვე თუ კი ამერიკა არ მიიტანს საჰაერო დარტყმებს ირანზე, ეს მხოლოდ გააძლიერებს რეჟიმს"- განაცხადა ხალედ ბინ სალმანმა დახურულ შეხვედრებზე. 

დიდი სურათი: გამოცემის ამერიკელი წყაროების ცნობით, ამ დროისთვის აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. 

  • საუდის არაბეთი, კატარი, ეგვიპტე, თურქეთი და პაკისტანი გასულ კვირებში აქტიურად ცდილობდნენ მედიაცასა აშშ-სა და ირანს შორის.

მეორე მხარე: ირანში აცხადებენ, რომ მზად არიან სამხედრო კონფრონტაციისთვის და აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან ნებისმიერი კინეტიკური ქმედება, იქნება ეს წერტილოვანი დარტყმა თუ სხვა შეფასდება როგორც სრულმასშტაბიანი ომის გამოცხადება. 

  • ამასთანავე, ირანში ამბობენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა გამორიცხავენ ამერიკული ადმინისტრაციის მიერ წაყენებული პირობების დაკმაყოფილებას. 

კონტექსტი: 30 იანვარს დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ დაემუქრა ირანს და განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკას "უფრო დიდი არმადა ჰყავს, ვიდრე ვენესუელასთან." 

  • ჟურნალისტის კითხვაზე არსებობს თუ არა ბოლო ვადა, ამერიკელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არსებობს და ამის შესახებ მხოლოდ ირანელებმა იციან. 

მსგავსი სიახლეები