პოლონეთი ბელორუსის საზღვარზე ახალ დივიზიას ქმნის

ბელორუსისა და ლიეტუვის საზღვარზე, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, იქმნება ახალი სამხედრო ნაწილი - პირველი ლეგიონის ქვეითი დივიზია. ამის შესახებ 9 იანვარს პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა.

მან არ დაასახელა დივიზიის პერსონალის რაოდენობა, თუმცა, პოლონურ დივიზიებში 10-15 ათასამდე ჯარისკაცისგან და ოფიცრისგან შედგება, რომლებიც მშვიდობის დროს პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ყველაზე დიდი ფორმირებებია.

ბლაშჩაკმა ახალი დივიზიის შექმნის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის მიღმა არის "რუსეთის იმპერიის აღდგენის მცდელობა", რომელსაც მინისტრმა "ბოროტების იმპერია" უწოდა - "არ აქვს მნიშვნელობა ეს არის თეთრი, წითელი თუ როგორც ახლა არის, პუტინის."

"ახალი დივიზიის ამოცანა იქნება აგრესორის ეფექტური შეკავება, რათა მან ვერ გაბედოს შეტევა ჩვენს ქვეყანაზე", - აღნიშნა პოლონელმა პოლიტიკოსმა.

დივიზია უნდა აღიჭურვოს ამერიკული Abrams-ის ტანკებით და სამხრეთ კორეული K-2-ებით, რათა "მაქსიმალურად გამოიყენოს თანამედროვე შეიარაღება, რომელიც უკვე მოდის პოლონეთში". მიმდინარე ომის გამოცდილებიდან გამომდინარე, იგეგმება არტილერიისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა. დივიზიის ქვეშ შექმნილ საარტილერიო ბრიგადაში იქნება პოლონური თვითმავალი ჰაუბიცები Krab და სამხრეთ კორეული თვითმავალი ჰაუბიცები K9.

მარიუშ ბლაშჩაკმა თქვა, რომ ბრძანებები უკვე გაცემულია იმ შენაერთებისა და ქვედანაყოფების ფორმირების შესახებ, რომლებიც ახალი დივიზიის ნაწილი უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები