პუტინმა ლარიჯანის სახით ირანში მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგა
ვლადიმირ პუტინმა ისრაელის მიერ მოკლული, ირანის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის სახით, მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგა.
ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე, NEST Centre-ის ექსპერტი რუსლან სულეიმანოვი საუბრობს.
ვითარების არსი: ლარიჯანმა რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტები 2000-იანი წლების შუაში დაამყარა. ბოლო პერიოდში ეს კონტაქტები საგრძნობლად გააქტიურდა.
- "არ არის გამორიცხული, რომ ლარიჯანის პუტინთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა, თავის მხრივ პუტინი ირანსა და ამერიკას, ასევე ისრაელს შორის შუამავლის როლს ასრულებდა". - ამბობს სულეიმანოვი.
- გასული წლის ზაფხულიდან ლარიჯანი რუსეთს მინიმუმ სამჯერ ეწვია.
- შედარებისთვის იმავე პერიოდში ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მოსკოვში მხოლოდ ერთხელ ჩავიდა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი - ორჯერ.
- The Times-ის ინფორმაციით, ლარიჯანი მოსკოვს შესაძლოა მალულადაც სტუმრობდა. ამ ვიზიტების დროს უშიშროების საბჭოს მდივანი რუსეთის ხელისუფლებასთან ბირთვული პროგრამისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
- ლარიჯანის რუსული კონტაქტები მხოლოდ პრეზიდენტით არ შემოიფარგლებოდა. ცნობილია, რომ 2026 წლის იანვარში მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, სერგეი შოიგუსთან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ლარიჯანიმ უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა 2025 წლის 12-დღიანი ომის შემდეგ დაიკავა.
- ამ თანამდებობას ლარიჯანი 2000-იან წლებშიც იკავებდა, მოგვიანებით ის მეჯლისის თავმჯდომარე გახდა.
- ლარიჯანი მრავალ საკითხს, მათ შორის ბირთვულ პროგრამას, თეირანის რეგიონალურ კავშირებს და საპროტესტო აქციების ჩახშობას კურირებდა.
- აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ სწორედ მან გამოაცხადა ქვეყნის მმართველი დროებითი საბჭოს შექმნის შესახებ.
- ლარიჯანი ირანული რეჟიმის ე.წ. რუხი კარდინალი და ხამენეის შემდგომი ირანის ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანი იყო.