რა რეაქციები აქვთ დასავლელ პოლიტიკოსებს ღარიბაშვილის გამოსვლაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მიმდინარე დისკუსიის დროს განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილია, რასაც საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი რეაქცია მოჰყვა. 

რა თქვა ღარიბაშვილმა?

GLOBALESC-ის ფორუმზე მოდერატორის მიერ დასმული კითხვის პასუხად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების "მიზეზი ყველამ იცის." 

"ნატო იყო ერთ-ერთი მიზეზი, ნატოს გაფართოება, ასეა ხომ? კიდევ ბევრი მიზეზი,"- აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

მან ასევე არ უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა ნატოს გაფართოება პროვოცირება, რაც "სპეკულაციებისგან თავის არიდებით" გაამართლა. 

ღარიბაშვილმა თქვა, რომ მას არ სურს "რუსეთის მთავრობის წევრების ციტირება," თუმცა შედეგებს ყველა ხედავს. 

რა რეაქცია აქვთ დასავლეთში?

საქართველოს პრემიერ მინისტრის ამ განცხადებას, მკაცრი და ერთმნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვა სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსის მხრიდან. მათი აზრით (და არამხოლოდ), უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა კრემლის დეზინფორმაცია გაიმეორა. 

"ღარიბაშვილი საუკეთესოდ ირჯება პუტინის სასარგებლოდ, ხოლო საქართველოს მთავრობა აგრესორი რუსეთის რუპორი გახდა."- განაცხადა პეტრას აუსტრიავიჩუსმა, ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა. 

ბენ ჰოჯესის გამოხმაურება

პრემიერ მინისტრის განცხადება გაუგებარი აღმჩნდა ბენ ჰოჯესისთვის, ამერიკელი გენერლისთვის, რომელიც წარსულში ევროპაში აშშ-ს სახმელეთო ჯარების მეთაურის პოსტს იკავებადე. 

"დაუჯერებელია... საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებას ნატოს გაფართოებას აბრალებს. რა დაემართა საქართველოს?"- წერს ჰოჯესი. 

კიდევ ერთი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გაკვირვებას ვერ მალავს მიხაილ როტია, რომელიც ბუნდესტაგის სააგრეო საქმეთა  კომიტეტს ხელმძღვანელობს. 

"საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს საკუთარი დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. რატომ აუფასურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის გენოციდურ ომს და ხელს უწყობს პრო-რუსული ნარატივის გავრცელებას?

მიხაილ როტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია

ამ არჩევანით, ის საკუთარი მოსახლეობის ინტერესებს ეწინააღმეგება, რომელიც თავისუფლებისკენ ისწრაფვის."- განაცხადა მიხაილ როტმა, გერმანიის კანცლერის პარტიის წევრმა. 

ბრატისლავაში გამართულ ფორუმზე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას კიდევ ერთი ლიეტუველი პოლიტიკოსი - ჟიგიმანტას პავილიონის გამოეხმაურა. მისი თქმით, ომის დაწყება ზუსტად იმის საპირისპირო მიზეზით მოხდა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა. 

"შესწორება. ნატოს მიერ გაფართოებაზე უარმა ხელი შეუწყო ომის დაწყება."- ღარიბაშვილის განცხადებას, მოკლედ უპასუხა პავილიონისმა. 

საქართველოს მთავრობის ლიდერის გამოსვლა, რუსული ნარატივის გავრცელებად მიიჩნია რასა იუკნევიჩანემ, ევროპარლამენტის წევრმა. 

"ლაპარკობს მოსკოვი" - ასე შეაფასა ევროპარლამენტარმა ღარიბაშვილის პასუხი. 

GLOBALSEC-ის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, როგორც ჩანს გამოხმაურება კვლავ ექნება. 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ნატოზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილის ორაზროვანი განცხადებები წარსულშიც გაუკეთებია. რამდენიმე თვის წინ, მან მოულოდნელად აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციისთვის, საჭიროა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც არავის მოუთხოვია, და არცერთ საერთაშორისო თუ შიდა დოკუმენტში ფიქსირდება. 

ნატოს მორიგ სამიტს ვილნიუსი უმასპინძ₾ებს, რომელიც ივლისში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები