რუსული მედია: ყაზახეთმა რუსეთის პარალელური იმპორტისთვის საზღვარი ჩაკეტა

ყაზახეთმა ჩაკეტა საზღვარე რუსეთისკენ მიმავალი პარალელური იმპორტის ტვირთებისთვის. 

ინფორმაციას ამის შესახებ Известия რუსეთის სატვირთო გადაზიდვების ასოციაციის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ვლადიმირ მატიაგინის თქმით, გადამზიდავები იძულებულების არიან გვერდი აუარონ ყაზახეთს. "ყაზახეთი ქმნის სირთულეებს საზღვარზე ასეთი პროდუქციისთვის. ჩვენი მომწოდებლებისთვის საზღვარი პრაქტიკულად ჩაიკეტა."

ცოტა ხნის წინ ყაზახეთში აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია იმყოფებოდა, რომელსაც ხაზინის მდივნის თანაშემწე ელიზაბეტ როზენბერგი ხელმძღვანელობდა. ამერიკელი ჩინოვნიკები ყაზახი კოლეგების გარდა, კერძო კომპანიების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. 

ყაზახურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკელმა ჩინოვნიკებმა ყაზახი კოლეგები მეორადი სანქციების დაწესების რისკების შესახებ გააფრთხილეს. 

კონტექსტი 

2022 წლის მონაცემებით რუსეთში ყაზახეთიდან იმპორტის მოცულობა 25%-ით გაიზარდა, ჯამურად საუბარია დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ტვირთებზე. 

მათ შორის განსაკუთრებით გაიზარდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი, მაგალითად გასულ წელს ყაზახეთიდან რუსეთში იმპორტირებული სარეცხი მანქანების რაოდენობამ 100 ათასი შეადგინა, როდესაც 2021 წელს სარეცხი მანქანებით ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის თითქმის არ ივაჭრებოდა. 

დაახლოებით 300%-ით გაიზარდა ნახევარგამტარების იმპორტიც, რაც დაახლოებით 3.7 მილიონი დოლარის ექვივალენტია. 

 

მსგავსი სიახლეები