საბერძნეთის პრემიერი: 60 წელზე უფროსი აუცრელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან

 

60 წლის ან უფროსი ბერძნები, რომლებიც არ აიცრებიან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დაჯარიმდებიან. კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მისი მიზანია რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს ვაქცინაციის დამატებითი მოტივაცია მისცეს.

ამ ასაკობრივი ჯგუფის ყველა აუცრელი მოქალაქე, რომელიც 6 იანვრამდე ვაქცინაციაზე არ დარეგისტრირდება, ყოველთვიურად 100 ევროთი დაჯარიმდება - აღნიშნული თანხით კი საბერძნეთის ჰოსპიტალური სექტორი დაფინანსდება, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაშია ჩართული.

"მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას მხარში დავდგომოდი ყველაზე დიდის საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის უსიამოვნო იქნება", - თქვა მიცოტაკისმა.

საბერძნეთის მოსახლეობის 60%-ზე მეტი სრულად აცრილია, თუმცა, 60 წელზე უფროსი 500 000 ბერძენი აცრილი არ არის.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღაა. ბოლო რამდენიმე დღეა საბერძნეთში ინფიცირების 6000-ზე მეტი დღიური შემთხვევა ფიქსირდება.

  

მსგავსი სიახლეები