სამხრეთ კორეამ აშშ-ს 500 000 საარტილერიო ჭურვი გადასცა - ეს უკრაინას დაეხმარება

გასულ თვეში სამხრეთ კორეამ და აშშ-მ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის ფარგლებში აშშ 155 მილიმეტრის 500 ათასს საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ეს ვაშინგტონს მისცემს მეტ მოქნილობას უკრაინის სამხედრო დახმარების კონტექსტში. 

ინფორმაციას ამის შესახებ კორეული გაზეთი Dong Allbo ავრცელებს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, გადაცემულ ჭურვებს აშშ პირველ რიგში შემცირებული მარაგების შესავსებად გამოიყენებს. 

გასულ წელს აშშ-მ სამხრეთ კორეისგან იმავე დიამეტრის 100 ათასი ჭურვი შეისყიდა. ამჯერად 500 ათასი ჭურვის გადაცემა სესხის სახით მოხდა. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ გადაცემული ჭურვების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, მაგრამ ამავდროულად ავირჩიეთ სესხით გაცემის ფორმატი. ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ თუ როგორ შეგვეძლო კეთილსინდისიერად გვეპასუხა მოკავშირის თხოვნაზე ისე, რომ არ დაგვერღვია ჩვენი სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც კრძალავს უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

კონტექსტი 

სეულიც და ვაშინგტონიც ადასტურებდნენ, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, თუმცა შეთანხმების შესახებ ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებიათ. 

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ვერ დაადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა განმარტა, რომ ქვეყნის პოზიცია უკრაინისთვის ლეტარული იარაღის არ მიწოდებასთან დაკავშირებით უცვლელი რჩება. 

უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ მიმდინარე შიდა დებატებზე საუბარი იყო პენტაგონის საიდუმლო ქაღალდებშიც, რომელიც გასულ კვირას სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

 

მსგავსი სიახლეები