SCMP: ჩინეთმა ევროკავშირს განუცხადა, რომ რუსეთის მარცხი მიუწვდომელი ფუფუნებაა

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისრტმა საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დამარცხება პეკინისთვის ხელმიუწვდომელი ფუფუნებაა. 

State Of Play: ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post ავრცელებს - წყაროების ცნობით, პეკინში შიშობენ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ვაშინგტონის მთელი ყურადღება ჩინეთთან დაპირისპირებას დაეთმობა. 

  • წყაროების ცნობით, ამის შესახებ ვან იმ კაია კალასს 3 ივლისს გამართული თითქმის 4-საათიანი შეხვედრის დროს განუცხადა - ამასთანავე ვან იმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს "ისტორიის გრძელი გაკვეთილები და ლექციები ჩაუტარა." 
  • ამასთანავე ვან იმ უარყო ევროკავშირის ბრალდებები რუსეთის მატერიალური და ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და განაცხადა, რომ "ასეთ შემთხვევაში ომი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა."
  • ვან ის განცხება ბრიუსელში იმგვარად გაიგეს, რომ ჩინეთისთვის ხელსაყრელია ომის გაჭიანურება სანამ ამერიკა კონფლიქტში ჩართულია. 

Big Picture: ვითარებაში გაცნობიერებული წყაროების ცნობით, ევროპელი დიპლომატები შოკირებულები დარჩნენ ვან ის პოზიციის პირდაპირობით. 

  • ამასთანავე ევროპელი დიპლომატები გაოცებულები დარჩნენ ვან ის საკმაოდ ხისტი პოზიციით ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით 24-25 ივლისს ჩინეთში გასამართი ლიდერების ფორუმის ფონზე. 

  • წყაროების ცნობით, ვან ი უკმაყოფილო დარჩა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, რომელიც რუსეთის მიმართ სასანქციო რეჟიმის დარღვევისთვის 2 შედარებით მცირე ზომის ჩინური ბანკებისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. 

  • თავის მხრივ, კაია კალასმა უკმაყოფილება გამოთქვა ჩინეთიდან იშვიათი მეტალების ექსპორტის გაჭიანურებით - წყაროების ცნობით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგას დაჰპირდა, რომ ხარვეზები მალე მოგვარდება და საექსპორტო ლიცენზიების განხილვის ვადა 3-დან 6 კვირამდე შემცირდება. 

Context: ბრიუსელიდან ვან ი ბერლინში გაემგზავრა, სადაც გერმანიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს იოჰან ვადეპულს შეხვდება - მოსალოდნელია, რომ ჩინეთს საგარეო საქმეთა მინისტრს ცოტა ხნით შეხვდება კანცლერი, ფრიდრიხ მერციც. 

 

მსგავსი სიახლეები