სლოვაკეთის პრემიერი: უკრაინისთვის MIG-29-ის გადაცემას აქტიურად განვიხილავთ

სლოკავეთის პრემიერი ედუარდ ჰეგერმა დაადასტურა, რომ ქვეყანა უკრაინისთვის საბჭოთა წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების [МИГ-29] გადაცემას განიხილავს. 

ამის შესახებ ჰეგერმა ბელგიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სლოვაკეთის პრემიერის თქმით, სლოვაკეთს რუსეთისგან მიღებული სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების გარეშე თვითმფრინავების გამოყენება არ შეუძლია. 

"თუ სადმე შეიძლება ამ ტექნიკის გამოყენება ეს უკრაინაა",- თქვა ჰეგერმა, მისი თქმით, რუსული წარმოების ტექნიკის გამოყენება უბრალოდ სახიფათო ხდება. 

სლოვაკეთის პრემიერმა, ასევე განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით. 

ჰეგერმა გამოთქვა იმედი, რომ მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში დასრულდება და მისი შედეგები საჯაროდ გახდება ცნობილი. 

სწორედ სლოვაკეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების C-300-ის დივიზიის გადაცემა. 

ამის შესახებ ინფორმაცია სლოვაკეთის პრემიერმა კიევში ვიზიტისას დაადასტურა. სლოვაკეთის მთავრობამ ასევე დაადასტურა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აქტიურად განიხილება უკრაინისთვის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების Zuzana-ს გადაცემის საკითხიც.

მსგავსი სიახლეები