სლოვენიის პრემიერი: სლოვენიელი დიპლომატები კიევში ბრუნდებიან

სლოვენია მალე თავის დიპლომატებს კიევში დააბრუნებს. ამის შესახებ Twitter-ზე სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა წერს.

"სლოვენია მალე გაგზავნის თავის დიპლომატებს კიევში. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ევროკავშირმაც იგივე გააკეთოს. უკრაინას პირდაპირი დიპლომატიური მხარდაჭერა სჭირდება", - წერს ის.

როგორც ტელეკომპანია Nova24TV წერს, სლოვენიის ელჩმა ტომაშ მენჩინმა და სხვა დიპლომატებმა კიევი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ დატოვეს.

იანშამ გასულ კვირას განაცხადა, რომ უკრაინელები დიპლომატების მიერ კიევის დატოვების გამო ზარალდებიან. მან აღნიშნა, რომ დიპლომატია "მხოლოდ ბანკეტებში მონაწილეობა არ არის" და კრიზისი შემთხვევაში სამხედრო სიტუაციების მოგვარებაცაა.

მსგავსი სიახლეები