უკრაინა: გუშინ 400-მდე ოკუპანტი, 2 ვერტმფრენი, 5 ტანკი და 20 დრონი გავანადგურეთ

24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 67 470 რუსი ოკუპანტი (+400 გუშინ) გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრი ფეისბუქზე 23 ოქტომბერს ავრცელებს.

ოკუპანტების სხვა დანაკარგები ასეთი იყო:

  • ტანკები - 2584 (+5);
  • ჯავშანტექნიკა - 5284 (+18);
  • საარტილერიო სისტემები - 1667 (+14);
  • ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - 374 (+1);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები - 189;
  • თვითმფრინავები - 270;
  • ვერტმფრენები - 245 (+2);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატები - 1361 (+20);
  • ფრთოსანი რაკეტები - 350 (+21);
  • გემები / ნავები - 16;
  • საავტომობილო ტექნიკა და სატვირთო მანქანები - 4039 (+18);
  • სპეცტექნიკა - 148.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ მონაცემები ზუსტდება.

მსგავსი სიახლეები