უკრაინელებმა მელიტპოლში რუსეთის სამეთაურო შტაბი დაბომბეს, მოკლულია 100 ოკუპანტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი წარმატებული დარტყმა მიიტანეს მტრის სამეთაურო პუნქტზე. 

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიური ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

"15 ნოემბერს ქალაქ მელიტოპოლში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის ერთ-ერთი დანაყოფის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. განადგურებელია საბრძოლო მასალის 2 საწყობი, Град-ის ტიპის 2 დანადგარი და C-300-ის ტიპის 1 დანადგარი. მტრის დანაკარგები 100-ს ჯარისკაცს აღემატება",- ნათქვამია ЗСУ-ს ანგარიშში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსები ცდილობდნენ შეტევების განვითარების დონეცკის ობლასტის რამდენიმე დასახლების მიმართულებით, თუმცა უკრაინის არმიის ცნობით, იერიშები მოგერიებულია. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით ნარჩუნდება საავიაციო და სარაკეტო შეტევების მაღალი რისკი, განსაკუთრებით ზაპორიჟიის ობლასტში.

მსგავსი სიახლეები