უკრაინის დარტყმა უგლედარზე და გარღვევა აზოვის ზღვამდე - სტრელკოვის პროგნოზი

რუსი ბოევიკი და დონბასელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, უკრაინის წარმატებული იერიშის შემდეგ შექმნილ ვითარებას აღწერს და გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებს. 

სტრელკოვი თავის ტელეგრამ არხზე წერს, რომ ის ყოველწუთიურად ღებულობს შეტყობინებებს ოკუპირებულ უგლედართან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაზრდილი კონცენტრაციის შესახებ. 

უგლედართან გაზრდილი მობილიზაციის შესახებ აქტიურად იწერება სხვა პროპაგანდისტულ ტელეგრამ არხებზეც, ხშირია საუბარი უკრაინის შესაძლო შეტევაზე უგლედარის მიმართულებით. 

უკრაინულ მხარეს საკითხთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია. 

"ფრონტის ამ ნაწილში ჩვენს ნაწილებში არსებული სურათი არაფრით გამოირჩევა იმისგან, თუ რაც იყო ერთი კვირის წინ ბალაკლიაში. მოწინააღმდეგის ლოგიკით ამ მიმართულებით დარტყმა სავსებით ლოგიკურია, განსაკუთრებით მანამ სანამ რუსეთი ადგილზე ხარკოვის ოლქიდან გამოყვანილ ნაწილებს განათავსებს",- წერს სტრელკოვი. 

ბოევიკის თქმით, ამ მიმართულებით უკრაინის იერიშს 'შესანიშნავი პერსპექტივები აქვს' - "დარტყმის შემთხვევაში უკრაინელებმა შესაძლოა აზოვის ზღვის სანაპირომდე, უშუალოდ ვოლნოვოხამდე და მარიუპოლამდე მიაღწიონ. თუ უკრაინელებს მცირედით გაუმართლებთ ფრონტი ისევე ჩამოიშლება როგორც იზიუმთან. და სხვათაშორის საერთოდ არ არის გამორიცხული იერიში ზაპოროჟიის ფრონტის სხვა მიმართულებებითაც: პოლოგისა და გულაი პოლეს რაიონში". 

 

მსგავსი სიახლეები