უკრაინის დაზვერვამ რუსული Mi-8-ს პილოტი გადაიბირა, მან ვერტმფრენი ხარკოვში დასვა

ცოტა ხნის წინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს გრძელვადიანი სპეცოპერაციის შედეგად, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Mi-8 დაფრინდა.

ამ ინფორმაციას Українська правда უკრაინის სპეცსამსახურებში მაღალი რანგის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს იყო უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაცია, რომელიც 6 თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. უკრაინულმა დაზვერვამ Mi-8-ს პილოტი უკრაინაში ჩაიყვანა. ბორტმა ორ საავიაციო ბაზას შორის ფრენა შეასრულა და Su-27, Su-30SM გამანადგურებლების ნაწილები გადაჰქონდა.

პილოტთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, სად მიფრინავდა სინამდვილეში ვერტმფრენი.

Mi-8 ხარკოვის რეგიონში დაეშვა.

სპეცოპერაციის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი ლიკვიდირებულია.

პილოტი და მისი ოჯახი უკრაინაში იმყოფებიან, ოჯახი რუსეთის ფედერაციიდან წინასწარ გაიყვანეს. Mi-8 უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების ნაწილებთან ერთად დარჩა, რომელიც მას რუსული ავიაციისთვის მიჰქონდა.

მსგავსი სიახლეები