WaPo: უკრაინამ იერიშის მოსამზადებლად ფრონტის ხაზის განაღმვა დაიწყო

ბოლო კვირებში უკრაინელმა სამხედროებმა ფრონტის ხაზის აქტიური განაღმვა დაიწყეს, რაც კონტრიერიშის დასაწყისის მოახლოებაზე მეტყველებს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით Washington Post ავრცელებს. 

გაზეთის წყაროს ცნობით, უკრიანელი სამხედროებმა უკვე დაიწყეს მინდვრების განაღმვა, მათ შორის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით. საუბარია ტანკ Leopard 2-ის ბაზაზე შექმნილი სპეცტექნიკით. განაღმვისთვის გამოიყენება საბჭოთა ტექნიკაც. 

გაზეთის მიერ გამოკითხული ზოგი სამხედრო ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ დასავლეთს შეეძლო უკრაინისთვის უფრო მეტი სპეცტექნიკა მიეწოდებინა. ЗСУ-ს გამნამღველთა ერთ-ერთი დანაყოფის მეთაურის თქმით, ამ კუთხით ძალიან ეფექტური იქნება Bradley-ის ბაზაზე დამზადებული ამერიკული M1150 ტიპის მანქანა, თუმცა აღნიშნული შეიარაღება კიევს არ მიუღია. 

უკრაინული წყაროების ცნობით, ხანდახან სამხედროები ხელითაც უწევთ მუშაობა - 'ბიჭები ღამ-ღამობით გადიან გასანაღმად, მათ სიბნელეში უწევთ მუშაობა." უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ როგორც განაღვმვის პროცესი დასრულდება განთავსდება საგზაო ნიშნები, რომლებიც ფრონტის გარღვევის მიმართულების აღმნიშვნელი იქნება. 

კონტექსტი 

ბოლო კვირებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესამჩნევად გააძლიერეს ე.წ. ყირიმის სახმელეთო კორიდორის მიმდებარე ტერიტორიაზე შეტევები. საუბარია დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქის სამხრეთ ნაწილზე. 

სამხედრო ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ უკრაინის მოახლოებული კონტრიერიშისთვის პრიორიტეტული სწორედ ეს მიმართულება იქნება. 

მსგავსი სიახლეები