WSJ: შემოდგომაზე სი ძინფინგი ჯო ბაიდენთან შეხვედრას გეგმავს

სი ძინფინგის ადმინისტრაცია შემოდგომაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურს ამზადებს. სწორედ ამ ტურის ფარგლებში იგეგმება ჩინეთის ლიდერის და აშშ-ს პრეზიდენტის პირველი შეხვედრა. ინფორმაციას ამის შესახებ Wall Street Journal ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გეგმების დადასტურების შემთხვევაში ეს ძინფინგის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტი იქნება ბოლო 3 წლის განმავლობაში - კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ სი ძინფინგს ჩინეთის ტერიტორია არ დაუტოვებია. 

გამოცემის ცნობით, ჩინეთის ლიდერი ვიზიტი კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობის დასრულების შემდეგ გაიმართება - სწორედ ამ ყრილობამ უნდა აირჩიოს სი ძინფინგი მესამე ვადით, რაც მაო ძედუნის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. 

თავდაპირველად სი ინდონეზიურ კუნძულ ბალის ეწვევა, სადაც ნოემბერში დიდი ოცეულის სამიტია ჩანიშნული. ოცეულის სამიტის დასრულების შემდეგ სი ძინფინგი ბანგკოკს ეწვევა, სადაც წყნაირი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი გაიმართება. არსებული ცნობებით, ჯო ბაიდენსა და სი ძინფინგის პირველი შეხვედრა ამ ორიდან რომელიმე სამიტზე გაიმართება. 

შესაძლო შეხვედრის თემა განიხილეს ლიდერებმა აგვისტოს დასაწყისში გამართულ სატელეფონო საუბარშიც, რომელშიც შეთანხმდნენ, რომ თავიანთ ადმინისტრაციას შესაბამის მითითებებს მისცემდნენ. 

სი ძინფინგის ბოლო საერთაშორისო ვიზიტი 2020 წლის იანვარში, მიანმარში გაიმართა. 

ამერიკასა და ჩინეთს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობები მკვეთრად გამწვავდა, რისი მიზეზიც ტაივანში აშშ-ს კონგრესის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი გახდა. 

რა ხდება ტაივანსა და ჩინეთს შორის - მოკლედ

 

მსგავსი სიახლეები