ზელენსკი: ახალ კანონს წარვადგენ, ანტი-კორუფციული სისტემა დამოუკიდებელი იქნება
.jpg)
ქვეყანაში გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციების, საგარეო პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკის ფონზე უკრაინის პრეზიდენტი ანტი-კორუფციული უწყებების საქმიანობის შესახებ ახალი კანონი დააანონსა.
State Of Play: უკმაყოფილება მოჰყვა რადას მიერ 22 ივლისს მიღებულ კანონს, რომელშიც ნაჩქარევად და განხილვის გარეშე შეიტანეს ცვლილებები ეროვნული ანტი-კორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტი-კორუფციული პროკურატურის საქმიანობის შესახებ - კანონს ხელი ზელენსკიმ რამდენიმე საათში მოაწერა.
- ცვლილებების მოწინააღმდეგები მიუთითებენ, რომ ცვლილებების შედეგად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული უწყებები პრაქტიკულად პრეზიდენტის მიერ დანიშნული გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში გადადის.
- თავის მხრივ პრეზიდენტის ოფისში ამბობენ, ცვლილებების აუცილებლობას აღნიშნულ უწყებებზე რუსული გავლენების შემცირებისა და მათი სასურველზე დაბალი ეფექტურობით ხსნიან.
What They Say: "ცხადია, ყველას გვესმის რაზე საუბრობენ სოციალურ ქსელებსა და რას განიხილავენ ქუჩებში ჩვენი თანამოქალაქეები. ეს არ არის ფუჭი. ჩვენ გავაანალიზეთ ყველა რისკი და ყველა ასპექტი, თუ კონკრეტულად რა ცვლილებებია საჭირო"- განაცხადა ზელენსკიმ.
- ზელენსკის თქმით, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში პრეზიდენტის ოფისი რადას ახალ კანონს წარუდგენს, რომელშიც გარანტირებული იქნება ანტი-კორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა და ნეიტრალიზებული იქნება რუსეთის გავლენა.
- "ეს იქნება საპრეზიდენტო კანონი და მას ქვეყნის ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში ავამოქმედებთ"- ამბობს ზელენსკი.
Big Picture: ზელენსკის კომენტარს წინ უძღოდა საგანგებო შეხვედრა ყველა ანტი-კორუფციული უწყებისა და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებთან პრეზიდენტის ოფისში. ზელენსკის თქმით, შეხვედრა გულწრფელი და სასარგებლო იყო.
- სავარაუდოა, რომ ახალი კანონპროექტი ანტი-კორუფციული და ძალოვანი უწყებების ერთობლივი მუშაობით შეიქმნება.
Go Deeper: რადამ შეამცირა ანტი-კორუფციული უწყებების დამოუკიდებლობა - რა ხდება უკრაინაში