ზელენსკი: ურთულესი არჩევანი გვაქვს: ღირსების დაკარგვა ან საკვანძო პარტნიორის
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა თავის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთს გადის და ქვეყანა ურთულესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა.
ვითარების არსი: ამის შესახებ უკრაინელმა პრეზიდენტმა ერისადმი გავრცელებულ საგანგებო ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
- "უკრაინა შესაძლოა ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს: დაკარგოს ღირსება, ან დაკარგოს საკვანძო პარტნიორი. ან რთული 28 პუნქტი ან უკიდურესად მძიმე ზამთარი, ყველაზე მძიმე და შემდგომი რისკები. ცხოვრება თავისუფლების, ღირსების და სამართლიანობის გარეშე - ან დავუჯეროთ იმას ვინც უკვე ორჯერ დაგვესხა თავს"- განაცხადა ზელენსკიმ.
ჩაშლილად: ამასთანავე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს მშვიდად მუშაობს შემოთავაზებულ გეგმაზე ამერიკელებთან და ევროპელებთან.
- "მე შევთავაზებ ალტერნატივებს, მაგრამ ჩვენ დანამდვილებით არ მივცემთ მტერს საბაბს თქვას, რომ უკრაინას არ სურს მშვიდობა"- თქვა უკრაინელმა პრეზიდენტმა.
- "ჩვენ რა თქმა უნდა, ფოლადის ვართ, მაგრამ ყველაზე მყარმა მეტალმაც კი შესაძლოა ვერ გაუძლოს წნეხს."
- უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, მომდევნო კვირა ურთულესი იქნება და უკრაინა მზარდი პოლიტიკური და ინფორმაციული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება.
- დასკვნით ნაწილში ზელენსკიმ უშუალოდ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა მობილიზება და ერთობლივად მუშაობა - მისი თქმით, აუცილებელია ხარვეზების გარეშე იმუშაოს პარლამენტმა და მთავრობამ.
- "ჩვენ არ ვუღალატეთ უკრაინას 2022 წლის თებერვალში და არ ვიზამთ ამას ახლა. დანამდვილებით ვიცი, რომ ეს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. მე მარტო არ ვარ და ყველა ფორმატში, დისკუსიაში მოლაპარაკებებში პარტნიორებთან გამიიოლდება ღირსეული მშვიდობის მიღწევა, თუ მეცოდინება, რომ უკრაინელი ხალხი 100%-ით ზურგს მიმაგრებს"- განაცხადა ზელენსკიმ.
კონტექსტი: 28-პუნქტიანი გეგმა, რომლის მთავარ ავტორებსაც შორისაც სტივ უიტკოფსა და კირილ დმიტრიევს ასახელებენ მოიცავს უკრაინის მიერ დონეცკის ოლქიდან ჯარების გაყვანას და ასევე ქვეყნის უბლოკო სტატუსს.