ზელენსკი: ვიწყებთ ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამას

უკრაინაში ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 თებერვალს, ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"სანამ ჩვენი ჯარისკაცები გვიცავენ, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, ინვესტიციები ჩავდოთ უკრაინის ეკონომიკაში, მოვიძიოთ თანხები ჩვენი ძლიერი არმიის დასაფინანსებლად.

პატრიოტი არის ის, ვინც იბრძვის მტერთან თავისი მიწისთვის, ვინც ფულს ჩადებს ეკონომიკაში და შექმნის სამუშაო ადგილებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ ეკონომიკური პატრიოტიზმის პროგრამას, რაც მოიცავს დამატებით სტიმულებს ჩვენი წარმოების ლოკალიზაციისთვის, გარკვეული დარგების მხარდასაჭერად მიზნობრივ პროგრამებს, ბიზნესზე საგადასახადო ტვირთის შემცირებისა და ინსპექტირების შეზღუდვისთვის.

ასევე, ბენზინზე და დიზელზე დღგ-ს შემცირება, რაც ბენზინგასამართ სადგურებზე ფასებს შეამცირებს." - განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მიზანი ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებაა, "განსაკუთრებით კი ენერგეტიკულ სექტორში."

მსგავსი სიახლეები