ზელენსკიმ უსაფრთხოების და უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსი დანილოვი. 

დანილოვის გადაყენების შესახებ განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა, რომელიც ამ დრომდე უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. 

საგარეო დაზვერვის უფროსის პოსტზე კი ოლეგ ივაშენკო უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. 

საკადრო ცვლილებებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ვოლოდიმი ზელენსკის. ალექსეი დანილოვი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნულ საბჭოს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. 

მასალა განახლებადია....

მსგავსი სიახლეები