ЗСУ-ს იერიშის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაზე მეტი ტანკი და ჯავშანტექნიკა დაკარგა,

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უფრო მეტი ტანკი და სხვა ტიპის ჯავშანტექნიკა დაკარგა, ვიდრე უკრაინამ. 

ამაზე შესახებ ანალიტიკური ცენტრის ORYX-ის მონაცემები მეტყველებს, რომელიც ბრძოლის ველზე მხარეების დანაკარგებს ითვლის. ორგანიზაცია ღია წყაროებს იყენებს და ძირითადად დანაკარგების ამსახველ ვიდეო და ფოტო მასალი ვერიფიკაციას ეყრდნობა. 

ჰოლანდიური ორგანიზაციის მონაცემებით 4 ივნისიდან მოყოლებული რუსეთის დანაკარგები ტექნიკაში უკრაინასას აღემატება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით სწორედ ამ დღეს დაიწყო უკრაინის კონტრშეტევა. 

გასული კვირის განმავლობაში ვლადიმირ პუტინი და რუსი Z-ბლოგერები რადიკალურად განსხვავებულ მაჩვენებლებს აჟღერებდნენ - პუტინის თქმით, უკრაინის დანაკარგება ათჯერ აღემატება რუსეთისას. 

განსხვავებულ სურათს იძლევა დამოუკიდებელი წყაროები, რომლის მიხედვითაც უკრაინამ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში სულ 19 სხვადასხვა ტიპის ტანკი დაკარგა, მათ შორისაა 4 გერმანული Leopard 2, ხოლო დარჩენილი 15 საბჭოთა წარმოების ტანკებია. 

ვლადიმირ პუტინის თქმით, დროის იმავე პერიოდში რუსეთის დანაკარგი 54 ტანკია. 

ORYX-ის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები აჭარბებს უკრაინისას ჯავშანტექნიკაშიც. კერძოდ, 4 ივნისიდან რუსეთმა სულ 16 საბრძოლო დაკავშნული მანქანა დაკარგა, უკრაინამ 5, მათ შორის 2 ფრანგული წარმოების AMX-10-RC. 

რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები თანაბარია ქვეითთა საბრძოლო მანქანებში - ორივე მხარემ უკანასკნელი 10 დღის განმავლობაში 23-23 მანქანა დაკარგეს. 

 

მსგავსი სიახლეები