ბოლო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ორბანის დიდ მარცხს მიუთითებს

უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, რის შემდეგაც 8-11 აპრილს ჩატარებული ორი გამოკითხვის მონაცემი გამოქვეყნდა, რომლის მიხდვითაც, ვიქტორ ორბანის "ფიდეში" დიდი სხვაობით მარცხდება პარტია "ტიზასთან".

ვითარების არსი: კვლევითი ცენტრის "მედიანის" მონაცემებით, პიტერ მადიარის "ტიზა" 57%-ს აგროვებს საპარლემენტო არჩევნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა აუცილებლად დასრულდება. 

მსგავსი მონაცემი აქვს დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ "21kutatokozpont"-ს, რომლის თანახმადაც პიტერ მადიარის მხარდაჭერა - 55%-ს შეადგენს, ხოლო ორბანის - 37%-ს. 

ამავე კვლევების თანახმად, საარჩევნო ბარიერის გადალახვასთან ახლოსაა რადიკალური მემარჯვენე პარტია (Mi Hazánk Mozgalom), რომელსაც დაახლოებით 5%-იანი მხარდაჭერა აქვს.

უნგრეთში საარჩევნო უბნები თითქმის ყველგან დაიხურა და არჩევნების შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი. არსებული მონაცემებით, პიტერ მადიარის პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს

Hazánk MozgalomHazánk Mozgalom

დჰჯგ

მსგავსი სიახლეები