სარესურსო შეთანხმებით აშშ-ს შენატანი ერთობლივ ფონდში შეიარაღება იქნება

უკრაინელი კომენტატორები კმაფოყილები არიან შეთანხმებით და მას კიევის დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ.

დასტურდება, რომ ტრამპი მხარს დაუჭერს $50 მლნ დოლარის იარაღის მიყიდვას უკრაინისთვის

მნიშვნელოვანია, რომ ეს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინისთვის შეიარაღების პირდაპირი მიყიდვის პირველი შემთხვევა იქნება.

"ტრამპის ეფექტი" - რა უნდა ვიცოდეთ კანადის საპარლამენტო არჩევნებზე

წინასაარჩევნო პროცესის მსვლელობასა და მთავარი თემების განსაზღვრაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებზე მეტი გავლენა დონალდ ტრამპს ჰქონდა - ამერიკელი პრეზიდენტის მიერ დაწესებული სავაჭრო ტარიფები და საუბრები აშშ-ის 51-ე შტატად გადაქცევის შესახებ კამპანიის მთავარი თემები გახდა.

დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია - რუსეთმა დარეგულირების "პირობები" წარადგინა

ლავროვის მიერ წარდგენილი მოთხოვნები სულ ცოტა რამდენიმე პუნტქში წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმასთან.

ზელენსკი: რუსეთი ცდილობს აშშ მოატყუოს და ომი გაახანგრძლივოს

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა უკრაინის ქალაქებზე თავდასხმის გამო და თქვა, რომ მას არ სურს ომის დასრულება

ალ-შარაას ისრაელთან მშვიდობა სურს - ამერიკელი კონგრესმენი

სირიის ახალმა ხელისუფლებამ აშშ-სა და ევროპას სთხოვა სრულად გააუქმონ სანქციები, რათა ქვეყანამ დაიწყოს განადგურებული ეკონომიკის აღდგენა.

სახ. დეპი: სუდანში რუსეთის სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა სერიოზული საფრთხეა

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზის ან "უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან ნებისმიერი თანამშრომლობა" ამ ქვეყნების იზოლაციას გაამწვავებს.

ეკონომიკის სამინისტროს რუსეთის სანავთობო შემოსავლების 15%-ით კლებას პროგნოზირებს

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters უწყების მიერ მომზადებულ შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა.

WaPo: სამშვიდობო გეგმით აშშ ევროპას ყირიმის რუსეთად აღიარებას შესთავაზებს

გაზეთის ცნობით, ყირიმის ანექსიის აღიარების წინადადება ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა უკრაინელ და ევროპელ კოლეგებს 17 აპრილს პარიზში, ახალი ფორმატის პირველი შეხვედრის დროს წარუდგინოს - სავარაუდოა, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე მხარეებმა პოზიციები უნდა შეაჯერონ.

Guardian: ირანთან ბირთვულ შეთანხმებაში მოსკოვი შესაძლოა მთავარი არბიტრი გახდეს

ირანის გარანტიების საკითხში კი რამდენიმე გამოსავალი არსებობს: ერთ-ერთი ითვალისწინებს რუსეთისთვის ირანისგან მიღებული ურანის მარაგების უკან გადაცემის უფლების მინიჭებას - ეს ამერიკისა და ირანის ურთიერთობებში კრემლს საკვანძო როლს მისცემს.

42% - ტრამპის რეიტინგი თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ მინიმალურ დონეზეა

მხარდაჭერის კლების მთავარი მიზეზად სოციოლოგები მის მიერ ინიცირებულ სავაჭრო ომს, მოსალოდნელ ეკონომიკურ სირთულეებსა და გაუარესებულ მოლოდინებს ასახელებენ.

ტრამპის გეგმა - ყირიმის აღიარება, ფრონტის გაყინვა და ზაეს-ის აშშ-სთვის გადაცემა

სავარაუდოა, რომ ტრამპის წინადადებაზე კიევი პასუხს კვირის მიწურულს ლონდონში გასამართ შეხვედრაზე გასცემს, რომლის შემდეგაც უკვე უკრაინასთან შეთანხმებულ გეგმას კრემლს წარუდგენენ.