წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი მიზანი მადუროსა და რეჟიმის სხვა საკვანძო ფიგურების მოშორებაა - სასურველია ნებაყოფლობით გადადგომით ან ქვეყნის დატოვებით - თუმცა არ არის გამორიცხული მისი დაპატიმრება ან ლიკვიდაცია.
დასავლური მედიები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და უკრაინული მხარისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ამერიკელი პრეზიდენტის შეცვლილი განწყობა.
"ამის შემდეგ პრეზიდენტ პუტინს წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე შევხვდები, ეს არის ბუდაპეშტი, რათა გავარკვიოთ შეგვიძლია თუ არა ამ უაზრო ომის დასრულება"- წერს დონალდ ტრამპი.
ცოტა ხნით ადრე ამერიკაში გაემართა უკრაინული დელეგაცია პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს მეთაურობით - პრეზიდენტის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის ცნობით, აღნიშნული ვიზიტის მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და შორეული დარტყმების პოტენციალის ზრდა იქნება.