ისრაელის დაზვერვა ირანის ბირთვული ობიექტების "მნიშვნელოვან დაზიანებებზე" იუწყება

22 ივნისს, შუაღამით, აშშ-ის საჰაერო ძალებმა ირანის 3 ბირთვული ობიექტი - ფორდო, ნათანზი და ისპაჰანი დაბომბა. ოპერაცია, სახელწოდებით „შუაღამის ურო“ მოიაზრებდა დაწესებულებებზე 14 ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბის ჩამოგდებასა და ფრთოსანი რაკეტებით იერიშის მიტანას.
 

State of Play: ისრაელის სადაზვერვოს სამსახურებს მიაჩნიათ, რომ ამერიკულმა და ებრაულმა ავიაციამ “მძიმე ზიანი” მიაყენეს ირანის ბირთვულ ობიექტებს, იუწყება Axios, მაშინ, როცა CNN-მა, გუშინ, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშზე დაყრდნობით, საპირისპირო ინფორმაცია გაავრცელა.

  • ისვე როგორც აშშ-ს, ასევე ისრაელს არ წარმოუდგენია ბირთვული ობიექტების მდგომარეობის შესახებ საბოლოო ანგარიში.

The other side: განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა CNN-მა, რომლის მტკიცებითაც, მათ აშშ-ის სამხედრო დაზვერვის შეფასება მოიპოვეს. 

  • CNN-ის ორმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგი არ განადგურებულა. 
  • ტელევიზიის თანახმად, დარტყმებმა, სერიოზულად, მხოლოდ მიწისზედა ნაგებობები დააზიანა -  ობიექტების ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და შენობები, რომლებიც ურანის ბომბის დასამზადებელ მასალად გადასაკეთებლად გამოიყენება.
  • ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის ცენტრიფუგები დიდწილად "ხელუხლებელი" იყო. 

Why it matters: ისრაელის სადაზვერვოს სამსახურების მიერ გავრცელებული ზიანის შეფასება გაცილებით ოპტიმისტურია, ვიდრე ამერიკული სამხედრო დაზვერვისა, რომლის თანახმადაც "აშშ-მა [ირანის ბირთვული პროგრამა - რედ.] შესაძლოა რამდენიმე თვით უკან დახია, მეტი არა”. 

  • პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა "სრულად განადგურდა". ამერიკელმა პრეზიდენტმა CNN-ი და სხვა ტელევიზები, თუ სიანფორმაციო საშუალებები ყალბი ამბების ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
  • თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ პენტაგონის სადაზვერვო სააგენტომ მართლაც ჩაატარა ირანზე დარტყმების ზემოქმედების საწყისი შეფასება, მაგრამ თქვა, რომ ეს "აბსოლუტურად არასწორია."
  • "ამ სავარაუდო შეფასების გაჟონვა პრეზიდენტ ტრამპის დამცირებისა და იმ მამაცი პილოტების დისკრედიტაციის აშკარა მცდელობაა, რომლებმაც ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების უნაკლო მისია შეასრულეს" - განუცხადა ლევიტმა CNN-ს. 

The Big Picture: ისრაელი, რომელის ინიციატივითაც დაიწყო ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა, და რომელიც პირდაპირი საფრთხის წინაშე დგას, ვიდრე აშშ-ს, "კმაყოფილია ტრამპის ოპერაციაში ჩართულობითა და ნაადრევი შედეგებით".

  • "პროფესიონალურ სამხედრო შეფასებას დრო სჭირდება“ - ამბობს Axio-სთან ებრაელი ოფიციალური პირი.
  • აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სამსახურის ანგარიში ეფუძნება ადრეულ სადაზვერვო ინფორმაციასა და, ამასთანავე, მხოლოდ ერთ სადაზვერვო სააგენტოს, და ზოგადი სურათი ამ დრომდე ბუნდოვანია.

Behind the scenes: გამოცემას ისრაელელი ოფიციალური პირი ეუბნება, რომ ირანული მხარე ზიანის შეფასებებს ამ დრომდე ატარებს. 

  • წყაროს თქმით, ისრაელის სპეცსამსახურებმა გადაიჭირეს ირანელი სამხედრო პირების საუბრები და, შესაძლოა, ისინი ზიანის მასშტაბების შესახებ მცდარ ინფორმაციას აწვნიან უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.
  • “ირანელებმა თავად არ იციან, თუ რა დაემართა მათ ზოგიერთ ბირთვულ დაწესებულებებს".

Zoom in: ისრაელელი ოფიციალური პირის თანახმად, ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე "ძალიან მძიმე" იერიშები იქნა მიტანილი.

  • ნათანზის - მიწის ზედა გასამდიდრებელი დაწესებულებები მთლიანად განადგურდა, და ჩანს მიწისქვეშა ნაგებობის კოლაფსი, უთხრა წყარომ Axios-ს.
  • ფორდოს - აშშ-ის საჰაერო ძალებმა 12 ერთეული 14 ტონიანი ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბი ჩამოყარა [რედ. სტივ უიტკოფის თანახმად], თუმცა, ამ დრომდე უცნობია, მიწისქვექვეშა დაწესებულების მდგომაროება.
  • ისპაჰანის - ურანის გადამამუშავებელი დაწესებულება სრულად განადგურდა. ასევე, დაზიანდა ისპაჰანის მიწისქვეშა გვირაბების ქსელიც, მაგრამ მთლიანი სურათი ამ დრომდე ზუსტდება.
  • „საეჭვოა, თუ ახლო მომავალში ეს დაწესებულებები აღდგება“ - ამბობს Axios-სთან ისრაელელი ოფიციალური პირი. 

The Intrigue: ორი ისრაელელი ოფიციალური პირი ასევე ამბობს, რომ დაზვერვის თანახმად, ირანის 60% და 20%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი ახლა დამარხულია ისპაჰანისა და ფორდოს ობიექტების ქვეშ, და უცნობია, შეძლებს თუ არა ირანი მათ აღდგენას ახლო მომავალში.

მსგავსი სიახლეები