ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების და ძველი სანქციების გამკაცრების სანაცვლოდ დონალდ ტრამპი ნატოს წევრ სახელმწიფოებს რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტას და ჩინეთისთვის მინიმუმ 50%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას თხოვს.
ახალი აქტის პარალელურად გრემი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ წინ წაწიონ მათ მიერ რამდენიმე თვის დარეგისტრირებული კიდევ ერთი აქტის მიღების პროცესი, რომელიც რუსული ენერგორესურსების შემსყიდველი ქვეყნებისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ის სტუდიაში სტუმრობისას განაცხადა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ეჭვმიტანილის დაკავება მისი ოჯახის წევრისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხერხდა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა - ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთს სანავთობო და საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით და მეორადი სავაჭრო ტარიფების დაწესებით დაემუქრა.
ახალგაზრდა კონსერვატორების ლიდერის მკვლელობა ერთდროულად ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი შოკისმომგვრელი პოლიტიკური ძალადობის მორიგი ეპიზოდი და მზარდი პოლარიზაციის ფონზე მიმდინარე პოლიტიკური თავდასხმების ისტორიის ახალი თავია.
დონალდ ტრამპის მხარდამჭერი MAGA მოძრაობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჯარო სახეს და ლიდერს, ჩარლი კირკს, იუტაში სტუდენტებთან შეხვედრის დროს ესროლეს.
ჩარლი კირკი
"ჩვეულმა მიდგომამ არ იმუშავა. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა წარმატებისთვის აუცილებელია ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში"- წერს ბესენტი.
ასულ კვირებში რეგიონში ახალი საავიაციო და საზღვაო ძალების გადასროლის ფონზე, ტელეარხი ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა განსახილველ ვარიანტებს შორის წერტილოვანი საჰაერო დარტყმებიც არის.
დასავლური პრესა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო აღლუმს ჩინეთის ძალის დემონსტრირებად აფასებს, ხოლო ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის დასწრებას ამ ქვეყნების მიერ მსოფლიო წესრიგის გადაწყობის ერთობლივ სურვილს ხედავენ.