ტრამპი: რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტაზე

დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს "ძალიან კარგი" უწოდა და განაცხადა, რომ საუბრის ატმოსფერო "შესანიშნავი" იყო - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს - ეს ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის გამართული რიგით მესამე სატელეფონო საუბარი იყო.
- "რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტისა და რაც უფრო მნიშვნელოვანი ომის დასრულების შესახებ. შეთანხმების პირობებზე 2 მხარე შეთანხმდება და ეს ასეც უნდა იყოს, რადგანაც მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები"- წერს ტრამპი.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრის შედეგების შესახებ უკვე აცნობა ევროპელ კოლეგებს, მათ შორის ემანუელ მაკრონსა, ფრიდრიხ მერცს, ალექსანდრ სტუბსა და სხვებს.
- ტრამპი აღნიშნულ პოსტში ვატიკანის როლზე მიუთითებს - "რომის პაპმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია მოლაპარაკებების მასპინძლობით. პროცესის მალე უნდა დაიწყოს"- წერს ტრამპი.
Big Picture: ტრამპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამია ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოთხოვნაზე, რომელიც ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ მარტში წარადგინა და რომელიც კრემლმა უარყო.
- ტრამპის პოსტში არაფერია ნათქვამია სანქციების გამკაცრების შესახებ.
- ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრამდე შედგა ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის დიალოგი.
Сontext: ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა ვლადიმირ პუტინმა და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დაიწყოს მუშაობა დიდი შეთანხმების მემორანდუმზე, რომლის ფარგლებში შესაძლოა შეთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის პირობებიც.
- ამასთანავე პუტინის თქმით, რუსეთის პოზიცია "კარგად არის ცნობილი და საჭიროა კონფლიქტის პირველადი მიზეზების მოგვარება."
Go Deeper: Bloomberg: პუტინი დარწმუნებულია, რომ მალე სრულად დაიპყრობს უკრაინის 4 ოლქს