ფაშინიანი: მზად ვართ ხელი მოვაწეროთ სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან

სომხეთის პრემიერის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას ბაქოსთან - ალიევის უარის მიუხედავად ფაშინიანი გრენადაში მაინც გაემგზავრება. 

"იმედი გვაქ, რომ კონცეპტუალური დოკუმენტს, რომელიც უკვე მაგიდაზე დევს მოსახერხებელ მომენტში მოვაწერთ ხელს, მე მზად ვარ ხელმოსაწერად",- ამბობს ფაშინიანი. 

5 ოქტომბერს გრენადაში გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მონაწილეობით ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა ბოლო ცნობებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მასში მონაწილეობაზე უარი. 

ალიევის უკმაყოფილება ევროპელი ლიდერების უარით იყო გამოწვეული - აზერბაიჯანი შეხვედრაში თურქული მხარის მონაწილეობასაც ითხოვდა. 

კონტექსტი 

თავდაპირველად მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სომხეთის უსაფრთხოების საბჭომ გაავრცელა, თუმცა გეგმები ოფიციალურ დონეზე ამ დრომდე არ დადასტურებულა. 

19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა. 

მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში. 

გასული 2 კვირის განმავლობაში ყარაბაღი თითქმის სრულად დაიცალა ეთნიკური სომხებისგან - გაეროს მისიის მონაცემებით ამ დროისთვის რეგიონში სულ ათასამდე ეთნიკური სომეხი რჩება. 

3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, აზერბაიჯანელი ძალოვნების მიერ ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. 3 პრეზიდენტის დაკავების შესახებ. მანამდე აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვარზე რუბენ ვარდანიანი დააკავა - ვარდანიანი სომხური წარმომავლობის რუსი ოლიგარქია, რომელიც ყარაბაღში 2022 წლის ოქტომბერში გადავიდა და გარკვეულ პერიოდში ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტსაც იკავებდა. 

მსგავსი სიახლეები