FT: ტრამპმა სამშვიდობო შეთანხმებაზე პასუხისთვის ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა

ამერიკელი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღიანი ვადა მისცა სამშვიდობო შეთანხმებაზე საბოლოო პასუხისთვის - საუბარია სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც ამერიკელები რუსებთან ერთად განიხილავენ. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, 8 დეკემბერს ლონდონში გამართულ შეხვედრაზე უკრაინელმა პრეზიდენტმა ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს "ამერიკელებთან გამართული რთული სატელეფონო საუბრის" შესახებ მოუყვა. 

  • ზელენსკის თქმით, ამერიკელებმა მას მოუწოდეს მაქსიმალურად სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ამერიკელების მიერ მომზადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. 

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, საუბარია რამდენიმე დღიან ვადაზე, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციას სურს სამშვიდობო შეთანხმებას შობამდე (25 დეკემბერი) მიაღწიოს. 

  • ამერიკელების მოწოდებაზე უკრაინელი პრეზიდენტის პასუხი იყო, რომ მას სჭირდება დამატებითი დრო ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციისთვის. 
  • "უკრაინელები გაჭედილები არიან იმ მოთხოვნებს შორის, რომელსაც ვერ მიიღებენ და ამერიკელების შორის, რომელსაც უარს ვერ ეუბნებიან"- ასე აღწერს უკრაინის მდგომარეობას ვითარებაში გაცნობიერებული ერთ-ერთი წყარო. 

კონტექსტი: გასულ დღეებში რამდენიმე დასავლური გამოცემა წერდა იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ზრდის წნეხს უკრაინაზე სამშვიდობო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. 

  • Axios-ისა და Politico-ს წყაროების ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას სთხოვს დათმოს დონეცკის ოლქის ის ნაწილი, რომელიც რუსეთმა ამ დრომდე ვერ დაიპყრო - საუბარია სლოვიანსკი-კრამატორსკის მსხვილ ინდუსტრიულ აგლომერაციაზე. 

  • თავის მხვრივ ზელენსკი ამბობს, რომ მომდევნო დღეებში მზად იქნება ევროპელებთან კოორდინაციაში შემუშავებული განახლებული სამშვიდობო გეგმა, რომელსაც წარუდგენენ ამერიკულ მხარეს. 

მსგავსი სიახლეები