გერმანია: სხვა ქვეყნებისგან უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე თხოვნა არ მიგვიღია

გერმანიას არ მიუღია მოთხოვნა პოლონეთისგან ან სხვა ქვეყნისგან, უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადაცემის შესახებ, როგორც ამას მთავრობის პრესსპიკერი ამბობს. 

"მსგავსი მოთხოვნა, ამ დრომდე არ მიგვიღია"- განაცხადა შტეფან ჰებესტრეიტმა.

მან ასევე დაამატა, რომ ასეთი თხოვნის შემოსვლის შემთხვევაში, არსებობს პროცედურები, რომლის გავლაც აუცილებელი იქნება და წინასწარ რთული იქნება იმის თქმა ამას "დღეები დაჭირდება თუ რამდენიმე თვე."

მთავრობის პრესსპიკერის თქმით, ნებისმიერი ასეთი თხოვნა, საჭირო სიჩქარითა განიხილება და "საჭირო სიზუსტით, რაც ამ პროცედურის დროს არის საჭირო."

ევროპის 13 ქვეყანას აქვს გერმანული ლეოპარდ-2 ტიპის ტანკი, მათ შორის არის პოლონეთი, რომელიც უკრაინისთვის ამ ტექნიკის გადაცემის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია.

პოლონეთმა მზადყოფნა გამოხატა, რომ გერმანული წარმოების ტანკები კიევს გადასცეს და სხვა ქვეყნებსაც ამისკენ მოუწოდებს. 

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის თქმით, ევროპა დისკუსიებზე "დროს კარგავს." 

ეს მიდგომა არ გაიზიარა გერმანიის მთავრობის პრესპიკერმა, რომელმაც პოლონელ ლიდერს საკმაოდ მკაცრად უპასუხა და იქვა დაამატა, რომ ოლაფ შოლცის პოზიციას, ესპანეთის მთავრობაც იზიარებს. 

"შეიძლება უმჯობესი იყოს ბევრი რამის გააზრება, სანამ დაუფიქრებლად გადახვალთ ისეთ ნაბიჯზე, რომელსაც მწარედ ინანებთ"- აღნიშნა შტეფენ ჰებესტრეიტმა. 

 

 

მსგავსი სიახლეები