მაია სანდუს პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, რუსული ჩარევის მიუხედავად

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის მაია სანდუს პარტია საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზეა და ახლოს არის 50% ზღვარის გადალახვასთან, რაც სოლიდურ გამარჯვებაზე მიუთითებს.
ვითარების არსი: საპარლამენტო არჩევნებს, რომლის შედეგებზეც ქვეყნის საგარეო ორიენტაციაა დამოკიდებული, დაძაბულ და სტრესულ ფონზე გაიმართა. მაია სანდუ და მისი მთავრობის წევრები მუდმივად აპელირებდნენ, რომ რუსეთი აქტიურად იყო მათი მთავრობის ჩამოგდებით დაკავებული, რაც გულისხმობდა როგორც უკანონო ფულის შეტანას ქვეყანაში, ასევე დეზინფორმაციული კამპანიების ჩატარებას.
მაშინ, როდესაც ხმების 99% დათვლილია, შეიძლება ითქვას, რომ "მოქმედებისა და სოლიდარობის" პარტიას მოლდოველებმა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს ნდობდა და ამ მომენტში 49.7% აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლოს მთავრობის ერთპროვნულად დაკომპლექტებასთან.
თუმცა, თუკი სანდუს პარტია 50%-იან ბარიარს არ გადალახავს, ამ შედეგების ფონზე, სავარაუდოდ, კოალიციას მარტივად გააფორმებს, როგორც ამას ესპერტები ვარაუდობენ.
მეორე ადგილზე "პატრიოტული ბლოკი" გავიდა - 24.5%, რომელიც მთავარ პრო-რუსულ ძალას წარმოადგენს. მათმა ლიდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდნმა, საკუტარი პოლიტიკური ჯგუფი გამარჯვებულად გამოაცხადა და ორშაბთს საპროტესტო აქცია დაანონსა.
ჩაშლილად: ემიგრაციის ხმების საფუძველზე, სანდუს პარტიაში, რომელმაც წინა არჩევნებზე 52.5% მიიღო, იმედი აქვთ, რომ საბოლოოდ მაინც მოახერხებენ 50%-იანი ზღვარის გადალახვას და მთავრობის დაკომპლექტებას.
"სტატისტიკის მიხედვით, 'მოქმედებისა და სოლიდარობის' პარტიას მყიფე უმრავლესობა გარანტირებული აქვს" - განაცხადა ანდრეი კურარუმ, რუმინელმა ანალიტოკსმა AFP-თან საუბარში.
თუმცა, მისი თქმით, "საფრთხე არსად წასულა", რადგანაც კრემლმა დიდი რესურსები მიმართა მოლდოვაში დესტაბილიზაციისკენ, რაც გულისხმობს, როგორც ქუჩის აქციებს, ასევე შესაძლოა "სანდუს პარტიის წევრების მოსყიდვას ან სხვა ტაქტიკებს", რათა ხელი შეუშალოს ეფექტური პრო-ევროპული მთავრობის ჩამოყალიბებას.
მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში - სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ ხმის მიცემის დღეს ციფრული საარჩევნო ინფრასტრუქტურა რუსეთის მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. გარდა ამისა, რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ბომბის ამოქმედებაზე ყალბი ინფორმაცია გავრცელდა.
არსებული მონაცემებით, მოლდოვად 101 დეპუტატიან პარლამენტში, სანდუს პარტიას დაახლოებით 54 წარმომადგენელი ეყოლება, ხოლო მთავარი პრო-რუსული ბლოკი 27 დეპუტატს გაიყვანს. მესამე ადგილზეა "ალტერნატიული ბლოკი", რომელიც 8 ადამიანით იქნება წარმოდგენილი. მთლიანობაში, ბარიერს 5 პარტია გადალახავს.
არჩევნებამდე, მიმომხიველები სანდუს პარტიას უფრო მძიმე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა არჩევნების შედეგის მიუხედავდ, ახლა უმრავლესობა იმ აზრზეა, რომ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა და კრემლი, საკუთარი სატელიტების საშუალებით, ჩარევას აქტიურად შეეცდება.
მეორე ადგილზე გასული კოალიციის ლიდერმა, იგორ დოდონმა, უკვე გააჟღერა, რომ ორშაბათის აქციაზე, მათ შესაძლოა ხელახალი არჩევნები მოითხოვონ და შედეგები არ აღიარონ.
კონტექსტი: მაია სანდუ მთავრობაში 2021 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით აქტიური ნაბიჯები გადადგა. უკრაინასთან ერთად, ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარკებები გახსნა.
ევროკავშირისკენ მიმავალი გზის წარმატების გავლის პარალელურად, ქვეყანას არაერთი გამოწვევა ჰქონდა მიმდინარე პერიოდში, რომელიც კვლავ ადგელზეა, პირველ რიგში ეს ინფლაციაა, რომელიც 7%-ს შეადგენს. გარდა ამისა, გასულ წელს, მოლდოვამ მძიმე ენერგო კრიზისი გაიარა.