მაკრონი: ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროპის დასუსტება სურს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატებს "ევროპის დასუსტება სურს" და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, "არ აღიარონ ძლიერის კანონი."

ვითარების არსი: Le Monde წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა აშშ ევროპის დასუსტების მცდელობაში დაადანაშაულა დონალდ ტრამპის მუქარის გამო, რომელიც გრენლანდიისა და დანიის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს.

  • დავოსში გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა მსოფლიო გააფრთხილა ისეთ რეალობაში შესვლის შესახებ, სადაც "ძლიერის კანონი" მოქმედებს და ევროპას მოუწოდა, "ეს პასიურად არ მიიღოს."
  • "ევროპამ უნდა დაიცვას მულტილატერალიზმი (მრავალმხრივობა - რედ.), რომელიც ემსახურება ჩვენს ინტერესებს და ყველას ინტერესებს, ვინც უარს ამბობს უხეშ ძალას დაემორჩილოს," - თქვა მაკრონმა.

ჩაშლილად: საფრანგეთის ლიდერმა ევროპელებს ერთობლივი გადაწყვეტილებებისა და დიალოგისკენ მოუწოდა. მაგალითად მან მოიყვანა ევროპული მისია გრენლანდიაში დონალდ ტრამპის მუქარის საპასუხოდ, ასევე დისკუსიები "დიდი შვიდეულის" ფარგლებში.

  • "ევროპას აქვს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტები და ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ, როდესაც პატივს არ გვცემენ და როდესაც თამაშის წესებს არ იცავენ," - ხაზი გაუსვა მაკრონმა.
  • მან იგულისხმა ამერიკული ტარიფების საწინააღმდეგო მექანიზმები, რომელთა გამოყენებასაც ევროკავშირი განიხილავს.

დიდი სურათი: გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ფრანგ კოლეგასთან მიმოწერის ფრაგმენტი, რომელშიც ემანუელ მაკრონი გაკვირვებას გამოხატავდა ვაშინგტონის ქმედებების გამო გრენლანდიასთან დაკავშირებით.

  • მანამდე ტრამპმა ევროპას ურჩია, გრენლანდიის ნაცვლად რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილოს ყურადღება. ხოლო 17 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა დააანონსა ტარიდების დაწესება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ ეთანხმებიან მის მიერ გრენლანდიის აშშ-ისთვის შეერთებას.

მსგავსი სიახლეები