პავლიუკი: რუსეთი 100-ათასიან დაჯგუფებას ქმნის და შესაძლოა იერიში წამოიწყოს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, რუსეთი 100-ათასიან სამხედრო დაჯგუფებას ქმნის და შესაძლოა ზაფხულში ახალი იერიშიც წამოიწყონ. 

"არ არის აუცილებელი, რომ იერიში იქნება, შესაძლოა ახალი დაჯგუფებით მათ დანაკარგები ჩაანაცვლონ, მაგრამ არის ალბათობა, რომ ზაფხულის დასაწყისში მათ შესაძლოა ერთ-ერთ მიმართულებაზე იერიშისთვის საკმარისი ძალები დაუგროვდეთ",- ამბობს გენერალ-პოლკოვნიკი, ალექსანდრ პავლიუკი. 

ЗСУ-ს სახმელეთო ჯარების მეთაურის თქმით, ამ დროისთვის უკრაინული სარდლობა სხვადასხვა სცენარებისთვის ემზადება, მათ შორის მიმდინარეობს ჯარების გადაჯგუფება ფრონტის ხაზიდან ქვედანაყოფების ბრძოლისუნარიანობის აღსადგენად. 

"ეს აუცილებელია, რათა მებრძოლებს დასვენების, ძალების აღდგენის, კომპლექტაციის შევსების საშუალება მივცეთ",- განაცხადა პავლიუკმა. 

კონტექსტი 

გასულ დღეებში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 14 ახალია სამხედრო დივიზიისა და 16 ბრიგადის შექმნის გეგმის შესახებ განაცხადა. 

უფრო ვრცლად ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ გადადით ბმულზე

მსგავსი სიახლეები