პუტინის თქმით, რუსეთი თავდაცვის ხარჯების შემცირებას აპირებს

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი მომდევნო წლებში თავდაცვის ხარჯების შემცირებას გეგმავს და ამბობს, რომ სწორედ სამხედრო-ინდუსტრიულის გაზრდილი დაფინანსება გახდა ინფლაციის ზრდის მიზეზიც. 

State Of Play: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ, ჟურნალსიტებთან ურთიერთობისას განაცხადა. 

  • "ჩვენ ვგეგმავთ თავდაცვის ხარჯების შემცირებას, უკვე შემდეგი წლიდან, მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჯერჯერობით არ არის საბოლოო შეთანხმება თავდაცვის სამინისტროს, ფინანსებისა და ეკონომიკის სამინისტროებთან, მაგრამ ყველა ამ მიმართულებით ფიქრობს"- განაცხადა პუტინმა. 

  • რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამჟამად რუსეთის დანახარჯები თავდაცვაზე 13.5 ტრილიონ რუბლს ხარჯავს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6.3%-ია. 

  • "ეს არ არის ცოტა და ამის ფასი ჩვენ მაღალი ინფლაციით გადავიხადეთ, მაგრამ მას აქტიურად ვებრძვით"- ამბობს პუტინი. 

Big Picture: ამასთანავე ვლადიმირ პუტინმა გააკრიტიკა ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვითი ხარჯების გაზრდის გეგმები

  • "რა გამოდის ვინ ემზადება აგრესიული ქმედებებისთვის: ჩვენ თუ ისინი?"- თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. 

  • პუტინის თქმით, მისი მთავრობა ყველაფერს აკეთებს "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" რუსეთისთვის "საჭირო" შედეგით დასასრულებლად - "სწორედ ამას ემყარება ჩვენი გათვლები და არა აგრესიულ გეგმებს ნატოს ან ევროპის ქვეყნების მიმართ."

Context: გასულ დღეებში ჰააგაში გამართული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსის სამიტზე მოკავშირეებმა შეათანხმეს თავდაცვის სექტორის დაფინანსების გრძელვადიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, 2035 წლისთვის წევრი სახელმწიფოების დანახარჯები თავდაცვაზე მშპ-ს 5%-ს უნდა გაუტოლდეს. 

  • ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაზრდილი შფოთვა შესამჩნევი იყო გასულ კვირას სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. ფორუმზე გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა "რეცესიის ზღვარზეა."

  • ამავე ფორუმზე გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ "რეცესია დაუშვებელია."

Go Deeper: რუსი ბანკირები გაურესებულ ვითარებასა და კრიზისის გაზრდილ რისკზე მიუთითებენ

 

მსგავსი სიახლეები