Reuters: ინდოეთში რუსული ნავთობის ექსპორტი მომდევნო თვეებში განახევრდა

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მომდევნო თვეების განმავლობაში ინდოეთი მკვეთრად შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ინდოეთის ნავთობის სამინისტროში თავის წყაროებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • წყაროს ცნობით, საუბარია დაახლოებით 67%-იან კლებაზე, ამჟამინდელი 1.6 მილიონი ბარელის ნაცვლად, მაჩვენებელი 600 ათას ბარელამდე შემცირდება. 

  • კლება სავარაუდოდ დეკემბრიდან დაიწყება - წყაროს ცნობით, როსნეფტისა და ლუკოილის სანქცირების შემდეგ ინდოეთში საგრძნობლად გაიზარდა საბანკო კონტროლი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მაქსიმალური სიფრთხით მუშაობენ, რათა მეორადი სანქციების რისკი აირიდონ. 

ჩაშლილად: მასალის ავტორების თქმით, რუსეთი ჯერ ვერ გრძნობს სანქციებს ეფექტს, რადგანაც ჯამურად ინდოეთში ექსპორტის მოცულობა გაიზარდა კიდეც, რადგანაც გადამამუშავებელი ქარხნები ცდილობდნენ სანქციების ამოქმედებამდე მარაგები მაქსიმალურად შეევსოთ. 

  • თუ Reuters პროგნოზი გამართლდება, რუსეთი ნავთობის მთელი საზღვაო ექსპორტის მეოთხედს დაკარგავს. 

დიდი სურათი: სატრეიდერო პლატფორმების ინფორმაციით, კლიენტების შესანარჩუნებლად რუსეთი იძულებულია ნავთობი მზარდი ფასდაკლებით გაყიდოს - გასულ კვირებში ე.წ. დისკონტი საექსპორტო მარკის URALS-ზე 3-დან 7 დოლარამდე გაიზარდა. 

  • ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლების შემცირება მძიმე ტვირთად აწვება რუსეთის ბიუჯეტს, რომლის ნახევარსა სწორედ ეს სექტორები უზრუნველყოფენ. 

კონტექსტი: რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შესახებ დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს გამოაცხადა. 

  • გასული კვირების განმავლობაში რუსული ნავთობის უმსხვილესმა იმპორტიორებმა: ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და სხვებმა დროებით შეაჩერეს რუსული ნედლეულის შესყიდვა. 

  • სანქციების ფონზე რუსული ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 3-წლიან მინიმუმამდე დაეცა

 

მსგავსი სიახლეები