სალივანი: ჩვენთვის ცნობილია, რომ პუტინმა შესაძლოა მობილიზაცია გამოაცხადოს

ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ აშშ-ს ცნობილია ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს. 

ამის შესახებ ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გამართა.

"ჩვენთვის ცნობილია შეტყობინებები, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაციის ზომებს მიმართოს. როგორც რუსეთის მიერ დაანონსებული ნაჩქარევი რეფერენდუმები, ესეც რუსეთის მიერ უკრაინაში განცდილი პრობლემების შედეგია". 

სალივანის თქმით, პუტინმა შესაძლოა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადოს რადგანაც უკრაინის წარმატებული კონტრიერიშის ფონზე მკაფიოდ ჩანს რომ მათ უბრალოდ არ ჰყოფნით ცოცხალი ძალა. 

ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ არასდროს არ აღიარებს რუსეთის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმებს. 

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება. 

მალევე ე.წ. რეფერენდუმები გამოაცხადეს რუსმა კოლაბორანტებმა ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქშიც. 

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარების საკითხზე ვლადიმირ პუტინი სატელივიზიო მიმართვასაც გაავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები