ტრამპი: პუტინისგან სისულელეებს ვიღებთ, ის ზრდილობიანია, მაგრამ ეს უაზრობაა

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება ვლადიმირ პუტინის მოქმედებებით და განაცხადა, რომ მისგან მოსმენილი სასიამოვნო საუბრების მიღმა რეალურად სიცარიელეა. 

State Of Play: ამის შესახებ ამერიკელმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში კაბინეტის სხდომაზე, ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა - ცოტა ხნით ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა განაახლა უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის პროცესი. 

  • "სიმართლე გითხრათ, პუტინისგან ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ, ის თითქოს ყოველთვის ზრდილობიანია, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ უაზრობაა"- განაცხადა ტრამპმა. 

  • ჟურნალისტის კითხვაზე განიხილავს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, მათ შორის სენატორ გრემის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "დიახ, ამას განვიხილავ." 

  • ამ კონტექსტში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ავღანეთიდან შეერთებული შტატების გამოსვლაზე და განაცხადა, რომ სწორედ ამის შემდეგ შეიძლება გადაეწყვიტა უკრაინაში შეჭრა. 

Big Picture: ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას აპირებს რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კითხვას არ უპასუხებს. 

  • "ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ. ჩვენ გვსურს პატარა სიურპრიზი მოვაწყოთ"- განაცხადა ტრამპმა. 

  • ამავე სხდომაზე ამერიკელმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა

Сontext:  შეიარაღების მიწოდების კუთხით წარმოქმნილი პრობლემების ფონზე სატელეფონო საუბარი შედგა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის. წყაროების ცნობით, საუბარი დადებითად წარიმართა და განიხილებოდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება. 

  • უკრაინელი პრეზიდენტის თქმით, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეს ამერიკელ პრეზიდენტთან გამართული "საუკეთესო საუბარი" იყო. 

  • ზელენსკისთან გამართულ ზარს წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დასრულების შემდეგაც ტრამპმა განაცხადა, რომ "პუტინთან ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწია და იმედგაცრუებულია."

Go Deeper: პენტაგონი: უკრაინას უკვე ვუგზავნით დამატებით თავდაცვით შეიარაღებას

 

მსგავსი სიახლეები