ტრამპი: პუტინმა მართლაც გამაწბილა

დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ის გააწბილა - ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მისი ყველაზე "დიდი იმედგაცრუებაა", რომ ჯერჯერობით ვერ შეძლო ომის დასრულება. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარე სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

  • "ჩემი და პუტინის კარგი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტა ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ პუტნმა მართლაც გამაწბილა"- განაცხადა ამერიკელმა პრეზიდენტმა. 

  • მიუხედავად ამისა, ტრამპის თქმით, კვლავ აქვს იმედი, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირდება - "ვფიქრობ ცოტა ხანში თქვენთვის კარგი ამბები გვექნება."

სტრიქონებს შორის: გასული კვირების განმავლობაში დონალდ ტრამპმა რამდენიმეჯერ განაცხადა, რომ ახლოსაა რუსეთის მიმართ წნეხის გასაძლიერებლად, მათ შორის სანქციების გამკაცრებისა და ახალი პაკეტის მიღების გზით, თუმცა ჯერ ამის გაკეთებაზე უარს ამბობს. 

  • გამოცემა Axios-ის წყაროების ცნობით, ტრამპი გარემოცვის ახლო წევრებთან პირად საუბრებში ამბობს, რომ ცდებოდა, როდესაც მიაჩნდა, რომ პუტინს ომის დასრულება სურს. 

ჩაშლილად: 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების სანაცვლოდ ტრამპმა ნატოს წევრი სახელმწიფოებისგან რუსულ ნავთობზე უარის თქმა და ჩინეთისთვის მინიმუმ 50%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესება მოითხოვა

  • ტრამპის თქმით, ჩინეთი "სრულად აკონტროლებს" რუსეთს და ნატოს მხრიდან დიდი საბაჟო ტარიფების დაწესება - რომელიც მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაუქმდება - უბიძგებს პეკინს მოსკოვის საომარი მოქმედებების შეწყვეტა აიძულოს.

კონტექსტი: ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის რუსული ნავთობის უმსხვილესი შემსყიდველები თურქეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი არიან. 

  • ღია წყაროების მიხედვით თურქეთზე რუსეთის ნავთობის წლიური ექსპორტის 6% მოდის, საუბარია დღეში დაახლოებით 300 ათას ბარელზე. 

  • უნგრეთიც და სლოვაკეთიც ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათას ბარელ ნავთობს ყიდულობენ. 

სიღრმისეულად: სენატის ორპარტიული ჯგუფი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობას ითხოვს

 

მსგავსი სიახლეები