ტრამპი სუმიზე სარაკეტო დარტყმას შემზარავს უწოდებს, თუმცა რუსეთს არ ახსენებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინულ ქალაქ სუმიზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას, რომელსაც 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა შემზარავი უწოდა, თუმცა უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია. 

State Of Play: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა, საპრეზიდენტო ბორტზე ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. ამერიკელი პრეზიდენტის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

  • "მე ვფიქრობ, ეს საშინელებაა. მე მითხრეს, რომ მათ დაუშვეს შეცდომა, მე ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. ვფიქრობ, რომ მთელი ეს ომი საშინელებაა"- თქვა ტრამპმა. 

  • ჟურნალისტების დამაზუსტებელ კითხვაზე თუ ვის შეცდომას გულისხმობდა ტრამპს უშუალოდ რუსეთი არ უხსენებია - "მე ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს, მათ უნდა კითხოთ."

Big Picture:  რუსეთი არ არის ნახსენები სუმიზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

  • თეთრი სახლის განცხადებას წინ უძღოდა სახელმწიფო მდივნის გამოხმაურება, რომელშიც მარკო რუბიო სამძიმარს გამოთქვამდა "რუსეთის შემზარავი სარაკეტო დარტყმის მსხვერპლთა ოჯახის წევრების მიმართ."

Context: 13 აპრილს, მართლმადიდებლურ ბზობაზე რუსეთის მიერ ქალაქ სუმიზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას 34 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი, დაჭრილია 117 ადამიანი. 

  • დარტყმა ქალაქის საკათედრო ტაძარში ბზობის წირვის დროს განხორციელდა - ეს 2025 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული ყველაზე სისხლიანი სარაკეტო შეტევაა. 

მსგავსი სიახლეები